ეთო კვლავ ოქროს იღებს და თემოსთან ერთად, სახლში ორი მედლით ბრუნდება
ეთო კვლავ ოქროს იღებს და თემოსთან ერთად, სახლში ორი მედლით ბრუნდება
21.03.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს თბილისში, "თბილისი არენაზე", სტარტი აიღო IJF-ის მსოფლიო ტურის ტრადიციულმა და პრესტიჟულმა თბილისის გრან სლემმა ძიუდოში. ტურნირში რომელიც საკმაოდ წარმომადგენლობითია საქართველოს 37 ჯუდოკათი, მათ შორის 9 გოგონათი არის წარმოდგენილი. პირველი ოქროს მედალი კი, გოგონების ანგარიშზეა. ეთერ ლიპარტელიანი ზედიზედ მეორედ, თბილისის გრან სლემის მოგებას ახერხებს.


საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა -57 კგ წონით კატეგორიაში ქალთა ასპარეზობა, რომელშიც ეთერ ლიპარტელიანის გარდა, ნინო ლოლაძე, სოფიო ბეროშვილი და ნინო წიკლაური ასპარეზობდნენ. საბოლოოდ, ამ ოთხეულიდან ორმა ლიპარტელიანმა და ლოლაძემ ბადის შეხვედრების მოგება მოახერხეს და 1/2 ფინალში გავიდნენ. „ლიპო" ფინალში გავიდა, ლოლაძე კი, ბრინჯაოს ფინალში გადაერთო. ასეც და ისიც, გოგონები ფინალურ ბლოკში მოხვდნენ.


ბრინჯაოს ფინალში, ნინო ლოლაძემ გერმანელი პაულინ სტარკი იპონით დაამარცხა და თბილისის გრან სლემის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ეთოს ფინალური დაპირისპირება კი, საფრანგეთის წარმომადგენელი მართა ფავზის წინააღმდეგ, საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა და ოქროს მედლის მფლობელიც ბოლო წამებზე გაირკვა. ლიპარტელიანის მოწინააღმდეგემ, ჯერ ორი იუკოთი იგებდა, რასაც ვაზარი დაუმატა, დრო კი იწურებოდა. აქ, თბილისის მოქმედმა და უკვე, ტიტულ შენარჩუნებულმა ქართველმა ჯუდოკა ქალმა, ჯერ ვაზარით შეამცირა წონასწორობა, შემდეგ, მოახერხა იუკოების აღება და  ანგარიშს გათანაბრება. ბოლოს კი, შეხვედრის დასრულებამდე 11 წამით ადრე, კიდევ ერთი იუკო აიღო და გამარჯვება მოიპოვა.


გოგოების ასპარეზობამდე, ქართულ გუნდს, პირველი მედალი, თემურ ნოზაძემ მოუტანა. ქართველმა ჯუდოკამ, რომელმაც წონითი კატეგორია შეიცვალა და -66 კგ-ში ასპარეზობს, ფინალში გასვლა მოახერხა თუმცა იქ, ნეიტრალური გუნდის სახელით მოასპარეზე აბრეკ ნაგუჩევთან დამარცხდა და მხოლოდ, ვერცხლის მედალს დასჯერდა. თუმცა, აღნიშნული წონითი კატეგორია თემურისთვის სიახლეა, ამასთან, თბილისის გრან სლემის პირველი საასპარეზო დღის შემდეგ, თუკი, ქართველთა სათვალაშვი სამი მედალია, აქედან ორი, ოქრო და ვერცხლი, ნოზაძე-ლიპარტელიანების ოჯახში შეინახება.


გეტვით იმასაც, რომ -66 კგ-ის 1/2 ფინალში, თემურმა, ჩვენივე თანამემამულე ლაშა ნადირაძე დაამარცხა, რომელმაც საბოლოოდ, ბრინჯაოს ფინალში იასპარეზა თუმცა, უზბეკ აბდულრაჰიმ ნუტფულოევთან დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.


ბრინჯაოს მედლის მოგების შანსი ჰქონდა, -60კგ წონით კატეგორიაში თორნიკე მაზიაშვილსაც, თუმცა, ჩვენებური კუბელ ჯოდოკასთან დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა. აღნიშნული წონითი კატეგორია კი, საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ტიტულოვანმა ქართველმა ჯუდოკამ, ლუკა მხეიძემ მოიგო.


საერთო ჯამში დღეს მედლები, 5 წონით კატეგორიაში (2 კაცები, 3 ქალები) გათამაშდა. ქართველებმა, ყველა წონით კატეგორიაში იასპარეზეს. ხვალ, 22 მარტს კი, ტატამზე ოქროს მედლებისთვის ოთხ წონით კატეგორიაში იასპარეზებენ და წესით, მინიმ მედლებს ველით ბიჭებში, როდესაც „შავი" გყავს განაცხადში ალბათ, სხვა გათვლა არ უნდა გქონდეს, არაფერს ვამბობთ, განაცხადში მყოფ საკმაოდ საინტერესო ახალგაზრდა ჯუდოკებზე.


-73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი, მიხეილ ბახბახაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი ჩიხელიძე

-81 კგ - ზაურ დვალაშვილი, კოტე კაპანაძე, ვლადიმირ ახალკაცი, ირაკლი ბეროშვილი.


თუმცა, არც გოგონებში ვიტყოდით უარს, მითუმეტეს, რომ ხვალინდელ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველ გოგონა ჯუდოკებს ამის გაკეთებაც შეუძლიათ:


-63 კგ - ეთერ ასკილაშვილი, გვანცა მჭედლიშვილი

-70 კგ - მარიამ ჭანტურია

 

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი / IJF