
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენი პლეიოფის განმეორებით მატჩში სომხეთს უმაპსინძლებს. ჩვენი გუნდი 23 მარტს, ზუსტად ერთი წლის შემდეგ, „დინამო არენაზე" ბრუნდება. საქართველოს ნაკრებმა, ამ ორ-რაუნდიანი დაპირისპირების პირველი მატჩში, ერევანში, ორი დღის წინ, ანგარიშით 3-0 იმარჯვა და B დივიზიონში დარჩენა პრაქტიკულად გაინაღდა. განმეორებით მატჩამდე „დინამო არენას" საპრესკონფერენციო ოთახში ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელი, ვილი სანიოლი ქართველი და სომეხი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.
ვილი სანიოლი:
ლოჩოშვილის ტრავმა სერიოზული არ არის, თუმცა, განმეორებით მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს. მივცემთ საშუალებას, რომ დაისვენოს, რათა ტრავმა არ გაურთულდეს. „კაშო" დაბრუნდება და ვფიქრობ, როგორც ხუთშაბათს, ერევანში ვითამაშეთ, იმავეს გავაკეთებთ. კაშიას, ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და დარწმუნებული ვარ, ხვალინდელ მატჩში სცენარი არ შეიცვლება.

სამბურთიანი სხვაობით მოგებული თამაშის მიუხედავად, არ ვფიქრობ, რომ ფეხბურთელების მოტივირება გაჭირდება. შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება და დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე გამოვლენ, ყველაფერს გააკეთებენ საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად, რადგან გუნდში დიდი კონკურენციაა. თითოეულმა ფეხბურთელმა, ვისაც სურს, რომ სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს, იცის, რომ ბევრი უნდა იშრომოს. ბევრ ფეხბურთელს აქვს პროგრესი და ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, ძალიან კარგია, როდესაც დიდი არჩევანი გვაქვს.
ივნისში მამარდაშვილს დასვენების საშუალებას მივცემ, ამიტომ, მსურს, რომ ხვალ მამარდაშვილმა ითამაშოს, ხოლო ივნისში ლუკა გუგეშაშვილს მიეცემა თამაშის შესაძლებლობა.

ლუკა ლაცაბიძე ახალგაზრდა, საინტერესო ფეხბურთელია. მისთვის ეს პირველი სეზონია მაღალ დონეზე, უკრაინის ჩემპიონატში. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მისი გაცნობა და საქმეში ხილვა. ბევრს სწავლობს, ყოველთვის გვისმენს და ამას ვაფასებ. უახლოეს მომავალში, მას აუცილებლად ექნება საკუთარი შესაძლებლობის წარმოჩენის შანსი. მართალია, სამბურთიანი უპირატესობა გვაქვს, თუმცა, ხვალინდელი შეხვედრა ოფიციალური საერთაშორისო მატჩია. მოგება და კარგი თამაში გვსურს ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ. ამიტომ, მთელს გუნდს არ შევცვლი. გვჭირდება თამაშების ჩატარება, რომ სექტემბერს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ.
ვფიქრობ, გუნდში, ორშაბათის შემდეგ შესანიშნავი ატმოსფერო გვაქვს. თუ გინდა ისე ითამაშო, როგორც ერევანში ვითამაშეთ, აუცილებელია გუნდში კარგი ატმოსფერო გქონდეს. მიხარია, აზაროვის ასეთ დონეზე ხილვა. გოგლიჩიძე, ძალიან შთამბეჭდავი იყო. საბას ნათელი მომავალი აქვს წინ, თუ განაგრძობს ვარჯიშს, განვითარებას, მას ძალიან მალე ტოპ გუნდში ვიხილავთ. კვირა, კარგი თამაშით უნდა დავასრულოთ.

სექტემბრამდე ივნისში ამხანაგური მატჩი გვექნება და შესაბამისად, ძალიან ცოტა დრო გვრჩება მოსამზადებლად, ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
და ბოლოს, კვარა და პსჟ - პოსტსკრიპტუმის სახით - „კვარას" პსჟ-ში გადასვლამ კი, რაღაცები შეცვალა, თუმცა, საუკეთესო ის არის, რომ თამაშებზე დასასწრებად ფულის გადახდა არ მიწევს, მოსაწვავები მაქვს.






ჩვენ







