
დღეს, თბილისში მიხეილ მესხი 2-ზე საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა, უეფა-ს ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის მეორე შეხვედრა ჩაატარა და 0-2 გაიმარჯვა. ქართველი ფეხბურთელების მეტოქეს სლოვაკეთის ნაკრებს, ჯგუფის პირველი შეხვედრა ფრედ, 1-1 ჰქონდა ნათამაშები მონტენეგროს წინააღმდეგ, რომელმაც თავის მხრივ, ჯგუფის მეორე შეხვედრაში პოლონეთის ნაკრებს სძლია 1-0 და ამით, საქართველოს ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის თეორიული შანსი გაუჩინა.
საქმე ისაა, რომ თუკი ჯგუფის ბოლო შეხვედრაში საქართველო მონტენეგროს დამარცხებას მოახერხებს, პოლონეთი კი ვერ მოუგებს სლოვაკეთის ნაკრებს, საქართველოს 6 ქულა დაუგროვდება, პოლონეთს 5, ხოლო სლოვაკეთსა და მონტენეგროს 4-4. ეს კი, ნიშნავს, რომ ჩვენი გუნდი, 6 ქულით პირველ ადგილს და შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატის საგზურსაც დაისაკუთრებს.

დღევანდელი შეხვედრა სლოვაკეთის ნაკრებთან, ძირითადად, ქართული გუნდის უპირატესობით წარიმართა. ქართველებმა ბურთი დაიჭირეს, კარგადაც გააკონტროლეს და პირველ ტაიმშიც ჰქონდათ ანგარიშის გახსნის საშუალება. მაგალითად, ვახო სალიას, რომელსაც ცარიელ კარში გადასაგზავნად სიზუსტე დააკლდა. მასვე, მეორე ტაიმშიც ჰქონდა, კარგი საგოლე შანსი. ქართული გუნდიდან, ერთ მომენტში, ევროპის ჩემპიონატზე, „ბუდუს თავური" გამახსენა, ცოტნე ბერელიძის ქმედებამ მინდვრის ცენტრში, რომელიც წაქცეული შეებრძოლა მეტოქეს და ბურთი არ დაუთმო. ზოგადად კარგად ითამაშა დაცვის ხაზმა და ჩვენი გუნდის მეკარემ ლუკა ხელაშვილმა, რომელმაც საერთო ჯამში, რამდენიმე სახიფათო დარტყმა მოიგერია. აქვე გეტყვით, რომ შეხვედრას, ყვითელი ბარათების გამო ჩვენი 19-წლამდების ძირითადი მეკარე, მათე საური ტოვებდა. თუმცა, ისევე, როგორც ჩვენი გუნდის რამდენიმე მოთამაშე.

სხვათა შორის, პირადად მე მომეწონა ლევან ნაჭყებია, რომელმაც მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა, თუმცა, გოლი, საბა ხარებაშვილის გადაცემის შემდეგ, მცველმა გიორგი ნიკოლაიშვილმა გაიტანა 67-ე წუთზე, რომელმაც სხვათა შორის, ალექსანდრე ამისულაშვილთან ერთად, დაცვაში გვარიანად კარგად იმუშავა. თამაშის მიწურულს კი, თავი შეცვლაზე შემოსულმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა გამოიჩინა, რომელმაც კვლავ საბა ხარაბაშვილის გაყოლებული ბურთით, რამდენიმე მეტოქე მოატყუა მათსავე საჯარიმო მოედანზე და გოლი გაიტანა. საქართველოს, ნაკრებმა, როგორც გითხარით, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ამ ჯგუფში, ევროპის ჩემპიონატის საგზურის მფლობელის ბედი, ბოლო ტურში, 25 მარტს, თბილისის დროით 19:00 საათიდან გაირკვევა. სწორედ, ამ დროს პარალელურად დაიწყება შეხვედრები „მიხეილ მესხი 2"-ზე, საქართველოსა და მონტენეგროს შორის და „პეტრო არენაზე", პოლონეთსა და სლოვაკეთს შორის. ეგახსენებთ, რომ თამაშებზე დასწრება თავისუფალია.
![]() |
![]() |






ჩვენ









