
დღეს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, უეფა-ს ერთა ლიგის ფლეი-ოფის საკვალიფიკაციო შეხვედრაში სომხეთის ნაკრები კვლავ დაამარცხა. ამჯერად, 6-1, ორი შეხვედრის ჯამში 9-1 და დარჩა იმ ლიგაში, სადაც, წესით სადაც უნდა ვყოფილიყავით, ალბათ, 2024 წლის შემოდგომაზე, ცოტა მეტი, რომ გვეყოჩაღა.
„ვილი სანიოლი - საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მატჩს შემდგომ პრეს-კონფერენციაზე - ეროვნულ ნაკრებს ძალიან ბევრი თამაში უწევს და გვინდა, ყოველთვის საუკეთესო შედეგი მიღწევა. ამ ეტაპზე B ლიგაში დარჩენა აუცილებელი იყო, ნაკრების ზრდისთვის. კმაყოფილი ვარ პირველი ტაიმით. თუმცა, მეორე ტაიმში ამ ინტენსიობის შენარჩუნება რთული იყო, რადგან ბევრი ცვლილება, მათ შორის პოზიციურიც გავაკეთეთ. თუმცა, მთავარია მიზანი მიღწეულია. მიხარია, რომ მოვახერხეთ ახალი ფეხბურთელების ნახვა. მაგალითად, ძარია და გულიაშვილი. ბევრი პოზიტივი დავინახე", - ამბობს ვილი სანიოლი.

პოზიტივი კი, მე-4 წუთიდან დაიწყო, როდესაც საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გახსნა. ოთარ კიტეიშვილის დარტყმის შემდეგ ბურთი საკუთარ კარში ვარაზდატ ჰაროიანმა საკუთარ კარში ჩაჭრა, რომელსაც როგორც მახსოვს ბებია თბილისელი ჰყავს და თავადაც, გარკვეული პერიოდი თბილისში სწავლობდა. დასანანია, რომ ეს გოლი „კიტეს" არ ჩაეწერა. კიდევ 10 წუთში, უკვე გიორგი ქოჩორაშვილის გადაცემის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში ორამდე გაზარდა. მომდევნო არასრულ 10 წუთში, სომხების კარი მესამედ აიღო ქართველთა გუნდმა და ამჯერად გოლის ავტორი გიორგი ჩაკვეტაძე გახდა, რომელიც დღევანდელ შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო და სახიფათო იყო მეტოქისთვის. 27-ე წუთზე, კიტეიშვილმა კიდევ ერთხელ გაიტანა და ამჯერად მას ვერავინ ვეღარ შეეცილა. საგოლე გადაცემა ხვიჩა კვარაცხელიამ მიითვალა. პირველ ტაიმს კი, წერტილი კვლავ ჟორჟმა დაუსვა. მატჩის შემდეგ, ქართველი ჟურნალისტები შევეცადეთ გაგვეხსენებინა, როდის ჰქონდა საქართველოს ნაკრებს პირველი ტაიმი მოგებული ანგარიშით 5-0 და გავიხსენეთ. თქვენც გემახსოვრებათ, 2023 წელს, მიხეილ მესხზე, ტაილანდის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც საბოლოოდ, 8-0 მოვიგეთ, ჩვენმა ნაკრებმა 6 გოლი გაიტანა.

„ისე, როგორც დავიწყეთ თამაში, გავუშვით გოლი, მე-3 წუთზე, რთული იყო თამაშში დაბრუნება, ყველა იყო შოკში და ეს დიდი უპირატესობა, რაც ჰქონდა საქართველოს ნაკრებს პირველი ტაიმის შემდეგ, როგორც ანგარიშში, ისევე თამაშში. ამის გამო, პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდი სომეხ გულშემატკივარს, ჩემთვის, როგორც მთავარი მწვრთნელისთვის, ასეთი თამაშების შემდეგ, რთულია ლაპარაკი, მაქვს პერსონალური „ერორი", მაგრამ თუ ჩვენ ვართ გუნდი, უნდა ვისწავლოთ და გავიზარდოთ, გუნდურადაც და ინდივიდუალურადაც", - ამბობს სომეხთა მთავარი მწვრთნელი, ჯონ ვან'ტ სხიპი, რომელიც ოდნავ მოგვიანებით იტყვის, რომ თამაშის გადარჩენას მისი სამწვრთნელო შტაბი პირველი ტაიმშივე შეეცადა: „უკვე ვაგებდით, თამაშს, რაღაც არ მუშაობდა, ამიტომ საჭირო იყო შეცვლა. როდესაც, პირველ ნახევარ საათში 4-0 აგებს მთელს გუნდსაც შევცვლიდი კაცი. ეს იყო მიზეზი იმ სამმაგი ცვლილების რაც გავაკეთე. გვინდოდა, გუნდში უფრო მობილობა და სხვა სახის მოთამაშეები. ბიჭები, რომლებიც შევიდნენ მოედანზე, ვთხოვეთ მეტად გაეკონტროლებინათ ბურთი, მაგრამ მაინც ვერ აღკვეთეთ ეს გოლები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, საქათველოს ჰყავს კარგი გუნდი და მათ დაგვსაჯეს კარგი ფეხბურთელების ხარჯზე. ამასთან, საქართველოს მოთამაშეები თამაშობენ ევროპის ტოპ გუნდებში და ნაკრებში, თამაშობენ გუნდურად".

ორივე ტაიმში, „კვარას" მხრიდან ბურთის მიღება და სომხების ფორიაქი ერთი იყო. მეორე ტაიმში, საქართველოს ნაკრებმა ბევრი შანსიდან, მხოლოდ ერთხელ გაუტანა სომხებს. 62-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ, დასვა ამ შეხვედრაში წერტილი. თუმცა, მანამდე, ტაიმის დასაწყისში, სომხებმა პრესტიჟის გოლი გაგვიტანეს. ჩვენ, B ორი მატჩის ჯამში, სომხეთს 9-1 ვძლიეთ და დივიზიონში შევინარჩუნეთ ადგილი, მეზობლები კი, ერთ ლიგით ქვევით დარჩნენ და ახალი გუნდის შენებას შეუდგებიან, სხიპთან ან მის გარეშე.
სექტემბრამდე ცოტა დრო რჩება, დღესვე გაირკვა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში, ჩვენთან ერთად, კვლავ ესპანეთი იქნება. სხვათა შორის, დღეს როდესაც ვილის ჰკითხეს, ესპანეთი-ნიდერლანდების წყვილში ვის ირჩევდა, ნაცნობ ესპანეთს, რომელსაც ბოლო წლები ვერ ჩავეხსენით, თუ ის ვერ ჩაგვეხსნა, თუ, ნიდერლანდებს, რომლებთანაც, ასევე არ გვაქვს კარგი სტატისტიკა (ვეთამაშეთ 2021 წლის 6 ივნისს და წავაგეთ 3-0), სანიოლიმ არ დამალა, რომ ჰოლანდია სიახლე იქნებოდა, თუმცა, თუკი კვლავ ესპანეთი შეხვდებოდა, „სიცოცხლეს გავურთულებდით".

ალბათ, საინტერესოა ისიც, ამ ორი თამაშიდან რა დაინახა სამომავლოდ სანიოლიმ და მისმა სამწვრთნელი გუნდმა. მოდით მივყვეთ თანმიმდევრობით:
გიორგი მიქაუტაძე - „ჯერ ახალგაზრდა ჟორჟი, მინდა მომავალში უფრო კარგ ფორმაში დავინახო. როდესაც საკლუბო ფეხბურთში ექნება ბევრი სათამაშო დრო და „ლიონში" მას აქვს ამის შანსი. მას აქვს კარგი მენტალიტეტი და ამასთან, ევროპის ჩემპიონატმა მას კარგი გამოცდილება მისცა".
თვისობრივად ახალი დაცვის ხაზი - „როგორც საბამ, ასევე ლოჩოშვილმა, ფლეი-ოფში კარგად ითამაშეს. ასეთი მოცემულობით, მათ პირველად ითამაშეს და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი. სხვების თამაშითაც კმაყოფილი ვარ. ორგანიზაციით, დისციპლინით გუნდით - დავით, ნახევარდაცვით. აღსანიშნავია, რომ ევროპის შემდეგ, სწორი მიმართულებით მივდივარ. დაცვაში რამდენიმე ვეტერანი გვყავს და ადრე თუ გვიან, მათი ჩანაცვლება გახდება საჭირო. ამრიგად, საბას სახით და კიდევ ბერი პერსპექტიული მოთამაშის ყოლა მნიშნელოვანია. ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, როგორ ვითამაშებთ სექტემბერში. თუმცა, რამდენიმე სათამაშო სქემის გამოყენება მეტ შესაძლებლობას გვაძლევს თამაშისთვის მოსამზადებლად. ეს კარგია ჩვენთვის და მომავალში უფრო მეტად გაგვაძლიერებს".

გუნდური მოქმედება - „რაც დღეს რეალობაა, შეიძლება მომავალში შეიცვალოს. თუმცა, საერთო ჯამში, კარგი სანახაობა იყო, მომეწონა წიტაიშვილი, აზაროვი პირველ თამაშში. კაკაბაძე ყოველთვის კარგად გამოიყურება. მე კმაყოფილი ვარ ჩვენი დაცვით, მაგრამ დაცვაში თამაშის დროს, ორგანიზაციით უფრო ვარ კმაყოფილი, რადგან მათ ეხმარებიან შემტევი ფეხბურთელებიც. ყველა მონაწილეობს დაცვით თამაშში".
ბუდუსთან დაკავშირებით - „ჩემი მთავარი ამოცანაა, გუნდის მომზადება სექტემბრისთვის. როდესაც მიქაუტაძე ასეთ ფორმაშია, შეუძლებელია ის დასვა სკამზე. თუ წარსულში შევხედავთ ბოლო 5-6 თამაშში, ბუდუსაც ჰქონდა შესაძლებლობა სასტარტოდან დაეწყო. სათამაშო სტილიდან გამომდინარე მიწევს არჩევანის გაკეთება და ამ ორ თამაშში, მე „მიქო" დავაყენე. ბუდუსთან მიმართებაში არ მინდა სწორად არ გაიგოთ, ზამთარში, დიდი ცვლილება განიცადა, მეორე ბუნდესლიგიდან გადავიდა მთავარ ლიგაში. მან ცუდად არ უნდა იფიქროს, უნდა გააგრძელოს მუშაობა და მას აუცილებლად ექნება შანსი ითამაშოს".

და ბოლოს, როგორ გაიყოფენ სანიოლი და სვანაძე ფეხბურთელებს - „ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად იყვნენ შეკრებაზე და მონაწილეობდნენ ფლეი-ოფში, ივნისში, ცალსახად ითამაშებენ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს. მიმდინარე წლის ზაფხულში, ეს არის პრიორიტეტი. ფედერაციასთან ერთად, ეს საკითხი გავიარეთ და ეს იქნება დიდი გამოცდილება ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის - გოგლიჩიძე, აზაროვი, ვინც ამ ასაკისაა, იქნება ახალგაზრდულ ნაკრებთან".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბრიდან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს დაიწყებს. მანამდე ვილის გუნდს ივნისში ამხანაგური თამაში ელის. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს კი, ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატზე, სლოვაკეთში მოუწევთ ასპარეზობა.





ჩვენ







