
თბილისის გრან სლემის მეორე დღეს ქართველების სათვალავში კვლავ სამი მედალი აღმოჩნდა, მათ შორის ერთი ოქრო და ორი ბრინჯაოს. ეთერ ლიპარტელიანის შემდეგ, ტიტული ლეგენდარულმა ლაშა შავდათუაშილმაც შეინარჩუნა.
ქართველი, რომელსაც ოდნავ იმიჯი ჰქონდა შეცვლილი, პირველი ორთაბრძოლებიდან თავდაჯერებული გამოვიდა. ასპარეზობა კი, მეორე წრიდან დაიწყო და ბადეში რუმინელი, აზერბაიჯანელი და ავსტრიელი ჯუდოკები დაამარცხა. 1/2 ფინალში, ტიტულოვანი ქართველი ფრანგ ჯონ ბენჟამინ გაბას დაუპირისპირდა, იმ გაბას, რომელმაც პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე შავდათუაშვილი, მედლებისკენ მიმავალ გზას ჩამოაშორა. თბილისში, კი, ქართველი გულშემატკივრის მხარდაჭერით 33 წლის ლაშა შავდათუაშვილმა, ფრანგს „სამაგიერო" გადაუხადა და თითქმის, 12 წუთიანი დაპირისპირების შემდეგ, ბრინჯაოს ფინალისკენ მიუთითა. თუმცა, გაბამ, იქაც წააგო და მედლის გარეშე დარჩა. რაც შეეხება, „შავის", ფინალში მან, ნეიტრალური გუნდის სტატუსით მოასპარეზე სომეხი არმენ აგაიანი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა -73 კგ წონით კატეგორიაში.
ოქრო და ვერცხლი ვერა, მაგრამ ორი ბრინჯაოს მედალი ავიღეთ ამავე დღეს -81 კგ წონით კატეგორიაში. საინტერესოა, რომ ზაურ დვალაშვილმაც და ირაკლი ბეროშვილმაც მოახერხეს საშეჯიბრო ბადის მოგება, თუმცა, ორივე დამარცხდა 1/2 ფინალში და ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელეს ასპარეზობა. სხვათა შორის, ამ წონაში თბილისის გრან სლემი თურქეთის სახელით მოასპარეზე ვედათ ალბაირქმა მოახერხა, რომელიც წარმოშობით ქართველი ვანო რევაზიშვილია.
თბილისის გრან სლემის ორი საასპარეზო დღის შემდეგ, ქართულ გუნდს ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი აქვს. მათ შორის ერთი ოქრო და ბრინჯაო გოგონების ანგარიშზეა.
ხვალ თბილისის გრან სლემის ბოლო საასპარეზო დღეა და ქართველები შემდეგ წონით კატეგორიაში იქნებიან წარმოდგენილები:
-90 კგ - ლუკა მაისურაძე, თამაზ კობერიძე, ნიკა ხარაზიშვილი, სოსო ებილაშვილი
-100 კგ - ილია სულამანიძე, ნიკოლო ზაალიშვილი, იმედა გოგოლაძე, ისლამ წინწალაშვილი
+100 კგ - გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, გაბო მუკბანიანი
გოგონები:
-70 კგ - მარიამ ჭანტურია
+78 კგ - სოფიო სომხიშვილი
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი /IJF





ჩვენ







