
საკმაოდ მძიმე გამოდგა თბილისის გრან სლემის დასკვნითი, მედლების დღე. წონით კატეგორიებში, რომელიც ძირითადად, ქართულად ითვლება და ამას გარდა, თბილისის გრან სლემზე არც ქართველების მთავარი კონკურენტები იყვნენ წარმოდგენილები, ბევრი ბიჭებს შორის სამივე წონით კატეგორიაში ქართულ ფინალებსა ელოდა, თუმცა, ჩვენები ერთი მეორეს მიყოლებით გამოეთიშნენ ასპარეზობას, -90კგ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე, -100კგ-ში ილია სულამანიძე. ერთადერთი, რომელსაც ოქროს მედალი შეეძლო მოეგო, +100კგ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი იყო.
„თუშამ" ბადე კარგად გაიარა. 1/2 ფინალში მონღოლი სპორტსმენიც დაამარცხა და ფინალში, ნეიტრალური გუნდის სახელით მოასპარეზე ინალ ტასოევს გადაეყარა. სამწუხაროდ, ქართველი ჯუდოს წესებში „დაბრუნებული" იუკოთი დამარცხდა. დასანანია, რომ ამ წესის დაბრუნების შემდეგ, ჩვენები სწორედ, ამ შეფასებით აგებენ... ასეა თუ ისე, თუშიშვილმა ქართულ გუნდს მეორე ვერცხლი მოუტანა.
ამავე წონით კატეგორიაში, ბრინჯაო მოიგო, ირაკლი დემეტრაშვილმა.
ბრინჯაო მოიგო -90 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ჯაბნიაშვილმა, რომელმაც 1/2 ფინალში იასპარეზა და ფინალამდე ცოტა დააკლდა.
მედლის გარეშე დავრჩით -100 კგ წონით კატეგორიაში. გოგონებიდან მარიამ ჭანტურია, შეჯიბრის დაწყებამდე ჩაეხსნა ტურნირს, სოფიო სომხიშვილი კი, ადრეულ სტადიაზე გამოეთიშა ასპარეზობას.
საერთო ჯამში თბილისის გრან სლემზე, ქართულმა გუნდმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიგო და არაოფიციალურ გუნდურ შეჯიბრში, ფრანგების შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა:
ოქრო - ლაშა შავდათუაშვილი
ოქრო - ეთერ ლიპარტელიანი
ვერცხლი - თემურ ნოზაძე
ვერცხლი - გურამ თუშიშვილი
ბრინჯაო - ირაკლი ბეროშვილი
ბრინჯაო - ზაურ დვალაშვილი
ბრინჯაო - გიორგი ჯაბნიაშვილი
ბრინჯაო - ირაკლი დემეტრაშვილი
ბრინჯაო - ნინო ლოლაძე
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი / IJF





ჩვენ







