
სანაკრებო შესვენების შემდეგ, ქართული საფეხბურთო ჩემპიონატის გათამაშება გაგრძელდა. მე-5 ტურში მორიგი ქულები დაკარგა გათამაშების ლიდერმა და ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „იბერია 1999"-მა. ლევან კორღალიძის შეგირდებმა, შეხვედრა წყალტუბოში, სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში გამართეს, ადგილობრივი „სამგურალის" წინააღმდეგ და ფრედ, 0-0 ითამაშეს. ამ შეხვედრიდან, ალბათ, ყველაზე თვალშისაცემი რა არის მატჩის დროს, ფეხბურთელების მიერ მიღებული ყვითელი ბარათების რაოდენობაა, რვა. თუმცა, თანაფარდობა, გუნდებს ამ კომპონენტშიც ჰქონდათ. დაკარგული ქულების მიუხედავად ამისა, სატურნირო ცხრილში 5 ტურის შემდეგ, 11 ქულით, კვლავ „იბერია 1999" უდგას სათავეში.
მეორე-მესამე ადგილებს თანაბარი ქულებით და იდენტური მაჩვენებლით ბათუმისა და თბილისის „დინამოები" იყოფენ. რომლებსაც, „იბერია 1999"-ისგან განსხვავებით, ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. ამ „ნაკლებ" თამაშს კი, „დინამოები" 1 აპრილს, ბათუმში ითამაშებენ. მანამდე კი, ორივე გუნდმა, მე-5 ტურის საშინაო შეხვედრები მოიგო. ბათუმის „დინამომ" აჭარაბეთ არენაზე ქუთაისის „ტორპედოს" მოიგო 1-0. ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლო, მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, 49-ე წუთზე რევაზ ინჯგიამ გაიტანა.
1-0 მოიგო ტურის შეხვედრა „დინამო თბილისმა", რომელმაც „დინამო არენაზე", „გარეჯი" დაამარცხა. თბილისელებმა, ანგარიში მე-15 წუთზე გახსნეს. გოლი ოთო აფციაურმა გაიტანა. თუმცა, პირველივე ტაიმში, „დინამო თბილისის აკადემიის" აღზრდილი გარეჯელთა კარის მცველი, ლუკა კუტალაძე რომ არა, ანგარიში უფრო დიდი იქნებოდა. მეორე ტაიმი ნაკლებ სანახაობრივი იყო, თუმცა, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა საჭირო 3 ქულის აღება მოახერხა. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ რეალურად, დინამოელების დიდი ბირთვი, გუნდს, 21-წლამდე და 19-წლამდე სანაკრებო შეკრებებისა და თამაშების შემდეგ, მხოლოდ გუშინ, 27 მარტს შეუერთდა.
მეხუთე ტურის შეხვედრა მოიგო გორის „დილამაც", რომელმაც თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე „თელავი" დიდი ანგარიშით, 6-1 დაამარცხა, ქულებით დაეწია და თანაბარი ქულების კვალობაზე, სატურნირო ცხრილში, მე-4, მე-6 ადგილს იყოფს „სამგურალთან" და „თელავთან". დღევანდელ შეხვედრაში კი, ირაკლი ბუღრიძემ (31'), შოთა შეყრილაძემ (44', 45'+1, 51'), ჟოაუ არაუჟომ (54') და ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა (81'პ) გაიტანეს. თელაველთაგან, პრესტიჟის გოლი დავით კუტალიამ (67').
ამ ტურის მეხუთე შეხვედრაში „გაგრამ" სტუმრად, ფოთის „ფაზისის" სტადიონზე, რომელსაც რეაბილიტაცია უტარდებოდა ადგილობრივი „კოლხეთი 1913" 0-2 დაამარცხა. შავი ზღვისპირულ დერბიში ანგარიში 54-ე წუთზე დავით გოცირიძემ გახსნა. 78-ე წუთზე კი, პედრო ბორჟესმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ეროვნული ლიგის მომდევნო, მეექვსე ტური 5 და 6 აპრილს გაიმართება. თუმცა მანამდე, 1 აპრილს, უამინდობის გამო გადადებული პირველი ტურის შეხვედრები ჩატარდება.





ჩვენ







