19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება
28.03.2025
ავტორი: სფფ-ის ინფორმაცია

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე რაუნდში იასპარეზებს. ლავრენტი დავითაშვილის გუნდი შესარჩევი მატჩებისთვის სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში ემზადება.


საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 2-8 აპრილს, ბულგარეთში გაიმართება. ჩვენი გუნდი ჯგუფის მასპინძელ ბულგარეთს, ლუქსემბურგს და ლიხტენშტაინს დაუპირისპირდება. ა ლიგის საგზურს ბ ლიგის ექვსი ჯგუფის გამარჯვებულებთან ერთად, ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს.


მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები 20 ფეხბურთელით ემზადება.


საქართველოს ნაკრების შემადგენლობა - მეკარე: სალომე ხაჭაპურიძე ("ელიტა"), ანანო სიგუა ("ნიკე-ლუსო"), ნინო მეტრეველი ("რუსთავი"); დაცვა: ლიზი ლომოური ("ახალგორი"), ლოლიტა კალოიანი ("რუსთავი"), ნათია ცეცხლაძე ("კვარტალი"), ელენე ბოლქვაძე ("ბათუმი"), თამუნა ლონდარიძე ("ნორჩები"), მარიამ კაკულია ("ელიტა"), ლიზი გოგალაძე ("კვარტალი"); ნახევარდაცვა/თავდასხმა: ანანო მიქაბერიძე ("რუსთავი"), მარიამ მამფორია ("რუსთავი"), ნინი ბერიძე ("კვარტალი"), ელენე ჩიქოვანი ("ნიკე-ლუსო"), ლიზი კანკია ("კვარტალი"), ნინიკო ჩხეტიანი ("რუსთავი"), ანა საღირაშვილი ("ნორჩები"), ლიზი კაკულია ("დინამო სოხუმი"), მარიამ გოგოლაძე ("დინამო სოხუმი"), ანასტასია ბუჩუკური ("ნიკე-ლუსო").


მატჩების განრიგი