4 ქულა და შანსი მოვიგოთ A ლიგის საგზური
4 ქულა და შანსი მოვიგოთ A ლიგის საგზური
05.04.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 19-წლამდე ქალთა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის, B ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა მოიგო. ლიხტენშტეინი დაამარცხა 2-0 და ახლა, ტურნირის მასპინძელ, ბულგარეთის ნაკრებს, რომელსაც ორი სატურნირო დღის შემდეგ, ქულების მაქსიმუმი 6 ქულა აქვს, 2 ქულით ჩამორჩება. შესაბამისად, 8 აპრილს, თუკი ლალე დავითაშვილის გუნდი, ბულგარეთის წინააღმდეგ მოახერხებს გამარჯვებას, ის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის გამარჯვებული გახდება და A ლიგის საგზურსაც მოიპოვებს.


ჯგუფის მეორე შეხვედრაში კი, საქართველოს ნაკრებმა მე-15 წუთზე ლიზი კანკიას  გოლით გახსნა ანგარიში. უნდა აღინიშნოს, რომ საერთო ჯამში, ჩვენს გუნდს მეტოქის კარის აღების 23 მცდელობა ჰქონდა. აქედან, კარის ჩარჩოს მომართულებით ბურთი12-ჯერ წავიდა, თუმცა, კანკიას მიერ პირველ ტაიმში გატანილი გოლის გარდა, ჩვენებმა, მხოლოდ ერთით მოახერხეს ანგარიშის გაზრდა. 79-ე წუთზე, ელენე ბოლქვაძემ გაიტანა.


ჯგუფის, შეიძლება ითქვას ფინალური შეხვედრა ვარნაში, 8 აპრილს, თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.