ქალთა ეროვნული ნაკრები მალტაში გაემგზავრა
ქალთა ეროვნული ნაკრები მალტაში გაემგზავრა
06.04.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მალტაზე გაემგზავრა. პირველ შეხვედრაში განცდილი დასანანი მარცხის შემდეგ (იხილეთ სტატია), ირის ანტმანის გუნდი, მალტასთან რევანშის აღებას ეცდება, რაც ავტომატურად, ჩვენს გუნდს, დაუტოვებს შანსს, იბრძოლოს საუკეთესო მეორე ადგილისთვის, ანდა სულაც ჯგუფის მოსაგებად, თუმცა, ამ ბოლო ვარიანტში, ჩვენ, მხოლოდ საკუთარ თავზე აღარ ვიქნებით დამოკიდებულები.


მე ვეცდები მოვძებნო გზები როგორ გვქონდეს თამაშის უკეთესი სტარტიო, იტყვის ირის ანტმანი, თბილისში დასრულებული თამაშის შემდეგ და ოდნავ მოგვიანებით, იქვე დაამატებს, რომ სამწუხაროდ, მომდევნო თამაშს ყვითელი ბარათების გამო, გამოტოვებს თინათინ ამბალია, რომელიც ამ ფორმაციის ეროვნულ ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესოა. მალტაში, თინათინ ამბალიას ნაცვლად, ეროვნული ნაკრების 23-კაციან შემადგელობაში ნათია წოწერია მოხვდა, რომელიც აპრილის თამაშებისთვის გუნდთან ერთად, გაფართოებულ შემადგენლობაში ემზადებოდა.


უეფა-ს ქალთა შორის ერთა ლიგის მომდევნო, მე-4 ტურის შეხვედრას საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 8 აპრილს გამართავს ქალაქ ტა ქალიში და თამაში, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.