გიორგი დიხამინჯიამ პოლონეთში 10 გოლი გაიტანა
გიორგი დიხამინჯიამ პოლონეთში 10 გოლი გაიტანა
07.04.2025
ავტორი: ხელბურთის ფედერაცია

ქართველმა ლეგიონერებმა ეროვნულ ჩემპიონატებში მორიგი ტურის მატჩები გამართეს.

პოლონეთი

პოლონეთში „აზოტი" გასვლით მატჩში „ოსტროვოსთან" 33-36 დამარცხდა. „აზოტის" შემადგენლობაში ქართველ ხელბურთელებს შედეგიანი მატჩი ჰქონდათ - გიორგი დიხამინჯიამ 10 გოლი გაიტანა, ზურაბ ცინცაძეს კი 8 „სეივი" ჰქონდა.


საფრანგეთი

საფრანგეთში ერეკლე არსენაშვილის „ტრემბლმა" „ლიმიგოსთან" დაძაბულ შეხვედრაში 25-27 წააგო, საქართველოს ნაკრების მოთამაშემ 2 გოლი გაიტანა.



რუმინეთი

რუმინეთის ჩემპიონატში „ტურდამ" - „კონსტანტა" 34-31 დაამარცხა - ირაკლი კბილაშვილმა 1 გოლი და 3 ასისტი მიითვალა.

სერბეთი

„მეტალიპლასტიკამ" საკუთარ მოედანზე „რადნიჩკის" იოლად სძლია,  39:26, მასპინძელთა შემადგენლობაში მირიან გავაშელიშვილმა ითამაშა და 2 ასისტი მიითვალა.



ბოსნია

„სლობოდამ", სადაც ხაზეინ რუსტამოვი თამაშობს, ბოსნიის ჩემპიონატში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპივა - ტუზლას გუნდმა „გორაჟდე" 27:25 დაამარცხა. მართალია, რუსტამოვს ამჯერად საგოლე მოქმედებით თავი არ გამოუჩენია, მაგრამ მისი გუნდი ამ გამარჯვებით ჩემპიონატში ლიდერობისთვის ბრძოლას განაგრძობს.

მომდევნო ტურში „სლობოდა" სტუმრად „სარაევოს" შეხვდება.