
ის, რომ გიყვარდეს შენი ქვეყნის ეროვნული ნაკრები არც უჩვეულოა არაფერი და არც დასაძრახი. თუმცა, ის გარემოება, რომ ახლა ველით უეფა-ს სანქციას და შესაბამისად, მინიმუმ ერთი თამაში, მნიშნელოვან ტურნირზე, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის, საშინაო შეხვედრის გამართვა გულშემატკივრის გარეშე, ჩვენი პირადი მოსაზრებით, არის ელემენტარულად ღალატი. ამ საკითხს, მოგვიანებით, უეფა-ს ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ დავუბრუნდებით. მანამდე კი, განცხადება, რომელსაც სფფ-ის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს, ეროვნული ნაკრების სასაქონლო ნიშნების უკანონოდ და კომერციული მიზნით გამოყენების თაობაზე:
„გახშირდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მფლობელობაში არსებული სასაქონლო ნიშნების (ლოგო, სლოგანი), ასევე სათამაშო ფორმის უნიკალური დიზაინის არაკანონიერი გამოყენება, რასაც შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი და ქმნის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ან/და ეროვნულ გუნდებთან კომერციული ან სხვა სახის თანამშრომლობის ასოციაციას, მომხმარებელი კი შედეგად იღებს უხარისხო პროდუქციას.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შეგახსენებთ, რომ ეროვნული გუნდების ორიგინალი პროდუქცია, როგორც საქართველოს ნაკრების ოფიციალური სათამაშო ფორმა, ისე სხვა საგულშემატკივრო ატრიბუტიკა თუ ტანსაცმელი, იყიდება მხოლოდ ეროვნული გუნდების ოფიციალურ მაღაზიაში, რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის #76-ში, ასევე, ონლაინ მაღაზიაში fanshop.ge-სა და სფფ-ის პარტნიორ ონლაინ გაყიდვების პლატფორმა extra.ge -ზე. ოფიციალური მაისურის შეძენა ასევე შესაძლებელია კომპანია მაკრონის ოფიციალური წარმომადგენლების მაღაზიაში - Macron Hub.
მოგმართავთ თხოვნით, გავუფრთხილდეთ როგორც სავაჭრო ნიშნის, ისე მომხმარებლის ინტერესებს და დავიცვათ კანონი. სასაქონლო ნიშნების არაკანონიერად გამოყენების გაგრძელების შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით მივმართოთ კანონით გათვალისწინებულ ზომებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ბუნებრივია, ბოლო წლებში, ფეხბურთის გულშემატკივარს, განსაკუთრებით სტაჟიანებს, მოგვწონს, რომ ქუჩებში ბავშვების უმეტესობას, საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეთა გვარებით აცვიათ მაისურები, გულშემატკივარს, თამაშის დღეს უკვე სტადიონზე. მართლა ძალიან მაგარია, თუმცა, ყველაფერს აქვს თავის წესი და ალბათ, ამ კუთხითაც უნდა განვვითარდეთ.





ჩვენ







