საქართველოს რაგბის ოჯახი კლოდ სორელის გლოვობს

07.04.2025
ავტორი: TSFF.Ge
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კლოდ სორელი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„ჩამოვედი ქალა თბილისში, რომელიც ძალიან იყო დაზიანებული. რაღაცით ბეირუთს ჰგავდა. ითიშებოდა ელექტროენეგია. ყველაფერი რაც კი გვჭირდებოდა იყო გაფუჭებული", - ეს არის ფრაგმენტი, სორელის მიერ ერთ-ერთი ქართული მედიისთვის მიცემული ვრცელი ინტერვიუდან ფრაგმენტი. ამ „ბეირუთული საქართველოდან", ფრანგმა ახალი სარაგბო გუნდის მშენებლობა დაიწყო.
ფრანგი სპეციალისტის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა, 2001 წელს ევროპის ერთა თასი მოიპოვა, შვიდკაცა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე მე-10 ადგილი დაიკავა. ქართული რაგბის ისტორიაში პირველად, 2003 წელს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა. 2022 წელს, კლოდ სორელს, საქართველოს პრეზიდენტმა ბრწყინვალების ორდენის კავალერის წოდება მიანიჭა.





ჩვენ







