
ზუსტად 10 დღეში, ტოკიოში სტარტს 2024-2025 წლების საციგურაო სეზონის ბოლო შეჯიბრი აიღებს სტარტს. „მსოფლიო ნაკრების თასის" გათამაშებაში, რომელში მონაწილეობის პატივი, მხოლოდ ექვს ქვეყანას აქვს მსოფლიოდან, ქართული გუნდიც იასპარეზებს. ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი და საამაყო კი, ის გარემოებაა, რომ ქართული გუნდი, 46 ქვეყანას შორის მსოფლიოს რეიტინგის ათეულში აღმოჩნდა 4495 ქულით. უფრო მეტიც, ჩვენ იმ ექვს ქვეყანას შორის მოვხდით, რომლებსაც ტოკიოში მიიწვიეს.
17-20 აპრილს, ტოკიოში, აშშ-ის, კანადის, იაპონიის, საფრანგეთისა და იტალიის მოგიცურავეთა გვერდით, ჩვენი, ქართული გუნდიც იასპარეზებს. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ გამოაქვეყნა იმ სპორტსმენთა ჩამონათვალი, რომლებიც ამომავალი მზის ქვეყანაში კიდევ ერთხელ გამოვლენ ყინულზე.
ტურნირის რეგლამენტის მიხედვით , გუნდი დაკომპლექტებული უნდა იყოს ორ-ორი ერთეულთა (ქალთა და კაცთა შორი) კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენით და თითო წარმომადგენლით სპორტული და მოცეკვავე წყვილებში.
ქალების კატეგორიაში საქართველოს ანასტასია გუბანოვა და ალინა ურუშაძე წარმოადგენენ,
მამაკაცებს შორის იასპარეზებს ნიკა ეგაძე და რაც ყველაზე სასიხარულო და პირადად ჩვენი გუნდისთვის სასიამოვნო მოულოდნელობაა, ყინულზე კვლავ ვიხილავთ მორის ყვითელაშვილს, რომელსაც, როგორც იცით დიდი ხანია საერთაშორისო შეჯიბრებში მონაწილეობა აღარ მიუღია, თუმცა, ტოკიოში, ალადინის ჯინი, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ კვლავ გადაწყვიტა „თავისუფლებაზე" ამოეშვა.
სპორტულ წყვილებში საქართველოს ღირსებას ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა, სპორტულ ცეკვებში კი, დიანა დევისი და გლებ სმოლნიკი დაიცავენ.
ჩვენი ქვეყნისათვის ასეთ წარმომადგენლობით საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობა კიდევ ერთი სერიოზული გამოწვევა იქნება 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინ, რომელზეც რეალურად კარგი განწყობისთვის ლიცენზია სექტემბრამდე, მხოლოდ ქალთა კატეგორიაში გვაკლია.





ჩვენ







