
2024-2025 წლების სათხილამურო სეზონის ბოლო შეჯიბრებში ასპარეზობს ქართველი მოთხილამურე ნინო წიკლაური. ფრანგულ ზამთრის კურორტ ვალ დიზეღში (Val d'Isere-ში ნინომ, ორ FIS Luxembourg-სა და FIS Belges-ზე მიიღო მონაწილეობა.
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით, გამართულ ტურნირზე, FIS Luxembourg -ზე, ქართველმა მოთხილამურემ გიგანტურ სლალომში, 6 აპრილს პირველი დაშვებისასა 1:05.52 წუთში დაფარა დისტანცია, რაც მე-18 შედეგი აღმოჩნდა, მეორე ცდისას კი, წიკლაურის მიერ ნაჩვენები დრომ 1:09.28 წუთი შეადგინა, რაც მე-14 მაჩვენებელი აღმოჩნდა. შესაბამისად ქართველმა სამთო მოთხილამურე ქალმა ორი, დაშვების ჯამში 2:15.79 შედეგით მე-15 საფეხური დაიკავა და დღის გამარჯვებულს, +9.13-ით ჩამორჩა.
37-ე შედეგით დაასრულა 7 აპრილის ასპარეზობა, ასევე გიგანტურ სლალომში, მხოლოდ, ამჯერად FIS Belges-ზე, 31 წლის ქართველმა სპორტსმენმა. ნინომ, ასპარეზობა 44-ე ნომრით დაიწყო და ორი დაშვების ჯამში 2:13:44 (1:06.01 / 1:07.43) წუთით, რაც ლიდერთან +9.37 სხვაობას შეადგენდა დაასრულა ასპარეზობა.
ვალ დიზეღში, ხვალიდან სლალომის დღეებია.
შეგახსენებთ, რომ ნინო წიკლაური ოთხის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეა. ქართველ მოთხილამურეს ტრავმის გამო საკმაო ხანი გაუცდა, თუმცა, ბოლო თვეებია, წიკლაური საერთაშორისო ასპარეზზე დაბრუნდა. ჩვენს ვებ-გვერდთან საუბარში, ქართველმა მოთხილამურემ აღნიშნა რომ ის გეგმავს აქტივში, მეხუთე, 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ასპარეზობაც ჩაიწეროს.





ჩვენ







