უეფა-ს კეთილი ნება - დავისჯებით, მხოლოდ გვიან...
უეფა-ს კეთილი ნება - დავისჯებით, მხოლოდ გვიან...
09.04.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-მ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანა - სასჯელი გადაგვივადა და არა გაგვიუქმა! მოეწონება ეს ვინმეს თუ არა, გაიზიარებს ჩვენს პოზიციას, თუ არა, მაგრამ მსგავსი რამ ევროპის საფეხბურთო მმართველ ორგანოს, როგორც წესი, უბრალოდ არ ახასიათებს და ჩვენს მიმართ გამოჩენილი ლოიალურობა, სფფ-ის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილისა და ბოლო წლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ მაღალ დონეზე ორგანიზებული უეფა-ს სხვადასხვა შეჯიბრებია. ბუნებრივია, უეფა-ს ასეთი მიდგომა და კეთილი ნება არ უნდა შევიფეროთ, როგორც "საჭირო". უეფა-მ კი სექტემბრის თამაშებისთვის შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო:


„უეფა-ს გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრები უეფას ეგიდით დაგეგმილ ერთ მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებს" - ეს ნიშნავს, რომ ის პირობითი სასჯელი, რომელიც ჩვენ სომხეთთან მატჩამდე გვქონდა ამოქმედდა და საქართველოს ნაკრები, ერთ მატჩს, ასეც და ისეც ჩაატარებს გულშემატკივრის გარეშე. უეფა-ს გადაწყვეტილებით, ეს „ერთი მატჩის" სასჯელი ამოქმედდება - „დისკვალიფიკაცია ერთა ლიგის ახალი, 2026/2027 წლების სეზონის პირველ საშინაო მატჩზე გავრცელდება".


რეალურად, უეფა-მ, როგორც ვვარაუდობდით დაგვსაჯა და გვერწმუნეთ, სულაც არ ვართ, არც ქართული ფეხბურთისა და არც ქვეყნის „მტრები", როდესაც ისეთ უმსგავსობაზე, რაც საქართველო - სომხეთის თამაშის შემდეგ მოხდა, ვამახვილებთ ყურადღებას და ამას, ფანობასთან და „რა ხდება უცხოეთში სტადიონებზე", არავითარი კავშირი არ აქვს. დაგვერწმუნეთ, უეფა-ს რეგულაციებს თუ ჩაუჯდებით და სადისციპლინო გვერდსაც „შეუვლით", ძალიან ბევრი მსგავსი და შესაძლოა უფრო მძიმე სასჯელსაც წააწყდებით. რაც შეგვეხება ჩვენ, სფფ-ს უშუალო მუშაობის შედეგია ის, რომ ⁠⁠სასჯელი არ ეხება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებსა და ფიფა-ს საერთაშორისო ამხანაგურ თამაშებს".



უეფა-ს კონტროლის, ეთიკისა და სადისციპლინო კომიტეტის სხდომა დღეს, 9 აპრილს, ნიონში გაიმართა და თბილისში, 23 მარტს, საქართველო - სომხეთის მატჩის მიმდინარეობისას და თამაშის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტების შესახებ იმსჯელა.


უეფა-მ აამუშავა 2024 წლის შემოდგომაზე საქართველოსადმი მიღებული ე.წ. პირობითი სასჯელი და გულშემატკივართა მხრიდან მოედანზე შევარდნის, ლაზერული სანათებისა და პიროტექნიკის გამოყენებისთვის, აგრეთვე გასასვლელების ბლოკირებისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს.


ჩვენის მხრივ გეტყვით იმასაც, რომ სასჯელი სასჯელად, თუმცა, საჯარომო თანხა რომელსაც სფფ უეფა-ს სოლიდარობის ფარგლებში იღებს და შესაძლებელი იყო, ქვეყანაში ფეხბურთის რომელიმე რგოლის განვითარებაში დახარჯულიყო, ახლა ჯარიმაში გაიხარჯება.


და ბოლოს, უეფა-ს გადაწყვეტილება ასევე მოიცავს ორწლიან გამოსაცდელ ვადას. ორი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევების განმეორების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს კვლავ უმაყურებლოდ ითამაშებს.


დღეს, თბილისში, „დინამო თბილისისა" და „იბერია 1999"-ის დასრულების შემდეგ, როდესაც კანტი-კუნტად მოსულმა გულშემატკივარმა უეფა-ს გადაწყვეტილება შეიტყო, ერთ-ერთმა ბავშვმა იკითხა, რატო არ უნდა შევიდეთ სტადიონზეო...კარგი იქნება, თუ შესაბამის სტრუქტურები, სკოლები, ოჯახები აუხსნია, თუ რატომ უნდა იყოს მოედანზე ფეხბურთელი და გულშემატკივარი ტრიბუნაზე.


უეფა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, გადაწყვეტილების გამოქვეყნების თანავე მოკირკიტე ურწმუნო თომებისთვის კიდევ ერთ "სქრინს" დავამატებთ, მანამდე კი იყოს ის ძველი "პირობითი" რის საფუძველზეც უეფა-მ ახალი გადაწყვეტილებისას იხელმძღვანელა.