კიდევ ორი მედალი სლოვაკეთიდან - თავისუფლებმა ევროპის ჩემპიონატზე 5 მედალი მოიგეს
კიდევ ორი მედალი სლოვაკეთიდან - თავისუფლებმა ევროპის ჩემპიონატზე 5 მედალი მოიგეს
09.04.2025
ავტორი: TSFF.Ge

კიდევ ორი მედალი სლოვაკეთიდან, სადაც, თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის 2025 წლის ჩემპიონატი დასასრულდა. ამ დღეს, ბრატისლავაში ქართველებს ორ წონით კატეგორიაში ჰქონდათ მედლის მოგების შესაძლებლობა და ორივე აიღეს, თუმცა, 125 კგ წონით კატეგორიაში, სადაც სოლომონ მინაშვილი, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი შეშვილდიშვილს ეჭიდავებოდა, ალბათ, ოქროს უფრო ვიმსახურებდით.


ქართულ ფინალში, სოლომონმა ანგარიში წაიყვანა, 0-3, როდესაც მეშვილდიშვილმა 1 ქულა ჯარიმით დაიმსახურა. საბოლოოდ, ანგარიში 7-7 გახდა. გადამწყვეტი ქულები ჩელენჯის წყალობით, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველს ერგო, რომელმაც, მინაშვილს უპირველესად გამოცდილების ხარჯზე მოუგო. გიორგი ევროპის ჩემპიონი გახდა, სოლომონი კი, ამ ჯერზე, ვერცხლის მედალს დასჯერდა.


დღესვე, ოდნავ უფრო ადრე, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა 92 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მირიან მაისურაძე. ქართველმა ბრინჯაოს ფინალში, ნეიტრალური ქვეყნის სტატუსით მოასპარეზე გუნდის წარმომადგენელ, იარასლაუ იადკოუსკის 5-0 მოუგო.


საერთო ჯამში, ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ქართულმა გუნდმა 5 მედალი მოიგო, ოქრო გივი მაჭარაშვილი (97 კგ), ვერცხლი სოლომონ მინაშვილმა (125 კგ) და სამი ბრინჯაო - აკაკი ქემერტელაძემ (70 კგ), ვალიდიმერ გამყრელიძემ (79 კგ) და მირიან მაისურაძემ (92 კგ).



ფოტო: © UWW