
ამჯერად, სლალომში, ქართველმა სამთო-მოთხილამურე ქალმა ნინო წიკლაურმა FIS Belges-ის ღია ჩემპიონატში მიითო მონაწილეობა, რომელიც ფრანგულ ზამთრის კურორტზე, ვალ დიზეღში გაიმართა.
ქართველმა სტარტი, 47-ე სასტარტო ნომრით აიღო და პირველი მცდელობის შემდეგ 55.45 წამი დააფიქსირა რაც 41-ე შედეგი აღმოჩნდა. მეორე ცდის შემდეგ, ქართველის მიერ ნაჩვენებმა დრომ 55.82 წამი შეადგინა, რაც ამ დაშვებაში 35-ე შედეგი იყო. საბოლოოდ, ნინომ ორი დაშების ჯამში, 1:51.27 მაჩვენებლით, რაც შეჯიბრის გამარჯვებულთან +8.04 შეადგენდა, 34-ე ადგილით დაასრულა ასპარეზობა.
შეგახსენებთ, რომ ქართველ ქალ მოთხილამურეს, რომელიც 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთედ გეგმავს ასპარეზობას, ტრავმის გამო, ფაქტიურად ორი წელი მოწყვეტილი იყო ასპარეზობას. რამდენიმე თვის წინ კი, ნინომ აქტიურად დაიწყო ასპარეზობა სხვადასხვა ტურნირებზე.
ჩვენი გვერდი, ქართველი სპორტსმენის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, გეგმავს ვრცელ ინტერვიუს ჩაწერას. ასე, რომ თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს და გაეცანით ინფორმაციებს, რაზეც სხვები შესაძლოა არ წერენ.





ჩვენ







