
სანაკრებო შესვენების შემდეგ, შაბათს, 12 აპრილს, ქალთა ლიგის გათამაშება განახლდება. მეხუთე ტურის შეხვედრები სამ დღეს არის გადანაწილებული. პირველ სათამაშო დღეს, 12 აპრილს კი, თბილისში, სფფ-ის ვაკის საფეხბურთო ცენტრში „ელიტა", გათამაშების დებიუტანტს, „რაჭა 2020"-ს დაუპირისპირდება.
13 აპრილს სამი შეხვედრა გაიმართება. აქედან, ორი მატჩი თბილისში ჩატარდება.
სფფ-ის გლდანის საფეხბურთო ცენტრში, „ნორჩი დინამო", გათამაშების ერთ-ერთ ლიდერსა და ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, „ლანჩხუთს" დაუპირისპირდება. საინტერესოა, რომ ლანჩხუთელები, რომლებსაც 12 ქულა აქვთ, მხოლოდ მიღებული და გაშვებული გოლების ხარჯზე იმყოფება მეორე ადგილზე. 12 ქულა აქვს „ნიკე-ლუსოსაც", რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატში, ყველაზე ბევრი, 42 გატანილი გოლი აქვს, ოთხი ტურის შემდეგ. ბუნებრივია, რომ ოთხი ტურის შემდეგ, ქალთა ლიგის 2025 წლის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავასაც, „ნიკე-ლუსოს" წარმომადგენელი, თეონა ბაქრაძე 12 გატანილი გოლით ლიდერობს.
მეხუთე ტურში, „ნიკე-ლუსო", სფფ-ის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში „ვერეს" უმასპინძლებს.
ამ დღეს, კიდევ ერთი შეხვედრა ქუთაისის სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში გაიმართება და ადგილობრივი „მართვე" - „სამეგრელოს" მიიღებს.
მოგეხსენებათ, მიმდინარე გათამაშებაში, რეგულარულ ჩემპიონატში 10 გუნდი ასპარეზობს. შესაბამისად, ამ ტურის მეხუთე შეხვედრა 22 აპრილს გაიმართება და „ბათუმი", თბილისის „კვარტალს" უმასპინძლებს.
იხილეთ სატურნირო ცხრილი





ჩვენ







