ხვალიდან თბილისი ჯუდოში, კადეტთა ევროპირველობას უმასპინძლებს
ხვალიდან თბილისი ჯუდოში, კადეტთა ევროპირველობას უმასპინძლებს
11.04.2025
ავტორი: TSFF.Ge

12 და 13 აპრილს თბილისი კადეტთა ევროპის თასს უმასპინძლებს ჯუდოში. თბილისის გრან-სლემის შემდეგ და 2026 წელს საქართველოში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატამდე, ეს იქნება რანგით მეორე ტურნირი, რომელის მასპინძლობის უფლებაც საქართველოს მისცეს.


ამ დღეს, თბილისი არენაზე, 15 ქვეყნის 340 სპორტსმენი შეეჯიბრება ერთმანეთს. ბუნებრივია, მონაწილეთა შორის იქნება ქართული გუნდიც, რომელიც 105 მონაწილით, მათ შორის, 63 ბიჭი და 42 გოგონა შეეცდება, 16 წონით კატეგორიაში მოიგოს მედლები.


ტურნირის პირველ საასპარეზო დღეს, მედლების 8 კომპლექტი გათამაშდება:

გოგონები: -40 კგ, -44 კგ, -48 კგ, -52 კგ

ბიჭები: -50 კგ, -55 კგ, -60 კგ, -66 კგ


13 აპრილს კი, მედლების მფლობელები დარჩენილ წონით კატეგორიებში გაირკვევა:

გოგოები: -57 კგ, -63 კგ, -70 კგ, +70 კგ

ბიჭები: -73 კგ, -81 კგ, -90 კგ, +90 კგ

ორივე დღეს, ასპარეზობა დილის 10:00 საათიდან დაიწყება, 18:00-დან კი ფინალური ბლოკია დაგეგმილი.