ასპარეზობის პირველ დღეს ქართული გუნდის აქტივში 5 მედალია
ასპარეზობის პირველ დღეს ქართული გუნდის აქტივში 5 მედალია
12.04.2025
ავტორი: TSFF.Ge

თბილისში მიმდინარე კადეტთა შორის ევროპის თადზე პირველი საასპარეზო დღის შემდეგ, ქართული გუნდის სათვალავში ხუთი მედალია. ამ დღეს, საერთო ჯამში მედლები 8 წონით კატეგორიაში, მათ შორის გოგონათა შორის  -40 კგ, -44 კგ, -48 კგ, -52 კგ და ბიჭებში,  -50 კგ, -55 კგ, -60 კგ, -66 კგ კატეგორიებში გათამაშდა.

ქართული გუნდიდან გამარჯვებულები გახდნენ:


-60 კგ ოქრო  / ცოტნე იჩქიტიძე

-50 კგ ვერცხლი / საბა ბოლქვაძე

-66 კგ  ბრინჯაო / ბაჩო გიგანი და ზურაბ გოგაძე

-52 კგ  ბრინჯაო  / მარიამ გულიაშვილი


ტურნირის პირველ საასპარეზო დღეს, მედლების 8 კომპლექტი გათამაშდება:


ხვალ, 13 აპრილს მედლების მფლობელები დარჩენილ წონით კატეგორიებში გაირკვევა:


გოგოები: -57 კგ, -63 კგ, -70 კგ, +70 კგ

ბიჭები: -73 კგ, -81 კგ, -90 კგ, +90 კგ


დღევანდელი დღის მსგავსად, ასპარეზობა დილის 10:00 საათიდან დაიწყება, 18:00-დან კი, ფინალური ბლოკია დაგეგმილი.



 ფოტო: (c) EJU / მირიან გავაშელიშვილი