ორი მედალი და სამის მოგების შანსი
ორი მედალი და სამის მოგების შანსი
12.04.2025
ავტორი: TSFF.Ge

თავისუფალი მოჭიდავეების შემდეგ, ბრატისლავაში ქართველი კლასიკოსები ჩაერთვნენ. ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეებმა, დღეს პირველი მედლები მოიგეს.


სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე 55 კგ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედალი მოიგო, 17 წლის ქართველმა ფალავანმა ვახტანგ ლოლუამ, რომელმაც ბრინჯაოს ფინალში, მეზობელი სომხეთის წარმომადგენელი მანველ ხაჩატრიანი 8-1 დაამარცხა. ეს ახალგაზრდა ქართველის პირველი ჯილდოა სენიორთა შორის და ამასთან, პირველი მედალი აღმოჩნდა, სლოვაკეთში მიმდინარე ჩემპიონატზე ქართული გუნდისთვისაც.


დღესვე, ოქროს მედლის მოგების შანსი ჰქონდა 77 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე რამაზ ზოიძეს, რომელიც სომხეთის წარმომადგენელს, მალხაზ ამოიანს დაუპირისპირდა და 3-1 დამარცხდა. თუმცა, ქართველი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.


თავისუფალი მოჭიდავეების მსგავსად, სლოვაკეთში, მედლებისთვის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთაგან, 10 ქართველი ფალავანი ჩაერთო ბრძოლაში:


55 კგ -  ვახტანგ ლოლუა;

60 კგ - ამირან შავაძე;

63 კგ - ბექა გურული;

67 კგ - ჯონი ხეცურიანი;

72 კგ - იური ლომაძე;

77 კგ - რამაზ ზოიძე;

82 კგ - გელა ბოლქვაძე;

87 კგ - აჩიკო ბოლქვაძე;

97 კგ - გიორგი მელია;

130 კგ - სულხან ბუიძე;


მათ შორის, ორმა, ვახტანგ ლოლუამ და რამაზ ზოიძემ, მედლებით დაასრულეს ასპარეზობა. ხვალ, 13 აპრილს კი, ქართველებიდან კიდევ სამს, ამირან შავაძეს, ჯონი ხეცურიანსა და გელა ბოლქვაძეს, ბრინჯაოს მედლების მოგების შანსი აქვთ.



ფოტო: UWW