
დღეს თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში დასრულდა ჯუდოში, კადეტთა შორის, ევროპის თასის გათამაშება. თავიდანვე ვთქვათ, რომ ქართული გუნდი მედლების გარეშე დარჩა -81კგ წონით კატეგორიაში. დანარჩენ ოთხ წონაში კი, რომლებშიც მედლები დღეს გათამაშდა ბიჭებმა 7 მედლის მოგება მოახერხეს. ასევე, ჩვენებმა გოგონათა შორისაც მხოლოდ, ერთ წონაში, +70 კგ-ში ვერ მოახერხეს მედლის აღება, თუმცა, დარჩენილ სამ წონით კატეგორიაში, რომლებშიც მედლები გათამაშდა ჩვენი გოგონების ნადავლი 5 მედალია.
-57 კგ წონითი კატეგორია მოიგო თინათინ გულბანმა, რომელმაც ფინალში ნეიტრალური ქვეყნის სტატუსით მოასპარეზე სტეფანია კირილოვა იპონით დაამარცხა.
-63 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა ნანა გულბიანმა.
-70 კგ წონაში, ქართველ გოგონა ჯუდოკების ანგარიშზე ორი მედალია. ოქროს მედალი ქეთი რობაქიძემ მოიპოვა. ბრინჯაოს მედალი კი, ნინი ძაგანიამ მოიგო.
-73 კგ წონით კატეგორიაში, ვერცხლის მედლის მფლობელი ლუკა ქუთათელაძე გახდა.
-90 კგ წონით კატეგორიაში ქართველების მონაგარი ორი მედალია. ვერცხლის მედალს საბა ფრუიძე, ხოლო ბრინჯაო გიორგი ხოგუაშვილმა მოიგეს.
+90 კგ ქართული კვარცხლბეკში დისონანსი ნეიტრალური ქვეყნის სტატუსით მოასპარეზე დენის კულოგინმა შეიტანა, თუმცა, მან ფინალი, იოანე აბალაკისთან წააგო და ოქროს მფლობელი ჩვენი ჯუდოკა გახდა. ამავე წონაში ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ გიორგი ხაშიბაძე და ილია ზაკუტაშვილი.
საერთო ჯამში, ქართველმა კადეტმა ჯუდოკემა, 15 მედალი მოიგეს. აქედან, 4 ოქროს, 4 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედალია.
ასევე იხილეთ ბმული.
ფოტო: © EJU / მირიან გავაშელიშვილი





ჩვენ







