
დღეს ბრატისლავაში დასრულდა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატი ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში. ასპარეზობის დასკვნით დღეს, ქართულ გუნდს სამი ბრინჯაოს მედლის მოგების შანსი ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ, მხოლოდ ორ წონით კატეგორიაში მოვახერხეთ მედლის აღება..
67 კგ წონით კატეგორიაში, ჯონი ხეცურიანი, ბრინჯაოს ფინალში, თურქ მურათ ფირათს დაუპირისპირდა და 3-1 გაიმარჯვა.
ბრინჯაოს მედალი მოიგო გელა ბოლქვაძემაც, რომელიც 82 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და ბრინჯაოს ფინალში სომეხი სამველ გრიგორიანს დაუპირისპირდა და მანაც 3-1 იმარჯვა.
კიდევ ერთი მედლის მოგება, 60 კგ-ში შეგვეძლო. აქ ამირან შარვაძე, მოლდაველ ვიქტორ ჩიობანუს ხვდებოდა, თუმცა, ქართველი დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.
ტურნირის დასრულების შემდეგ, ქართული გუნდის სათვალავში, მხოლოდ 4 მედალი, ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო აღმოჩნდა.
აქვე, ალბათ უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროპის 2025 წლის ჩემპიონატი ორმა ქართველმა მსაჯმა - ზაზა ჯიბლაძემ და მიხეილ გრძელიძემ იმსაჯეს. ორივე მათგანს, უმაღლესი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის წოდება აქვს.
ფოტო: (c) UWW





ჩვენ







