
ვიდრე საქართველოს ნაკრები მხატვრულ ცურვაში (სინქრონული ცურვა) კანადაში, მსოფლოო თასის მე-3 ეტაპზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება, ჩვენმა გოგონებმა, მე-2 ეტაპზე გამოსვლა გუშინ, 13 აპრილს დაასრულეს.
შეჯიბრის, რომელმაც სტარტი 11 აპრილიდან აიღო და 13 აპრილს დასრულდა, პირველ დღეს, ტექნიკურ სოლო პროგრამაში 32 მონაწილეს შორის, მარია ალავიძემ მე-8 ადგილი, ანა ყიფიანმა კი, მე-20 ადგილი დაიკავა.
ტექნიკურ დუეტში - თეკლა გოგილიძის და ნიტა ნათობაძის წყვილი, 31 მონაწილეს შორის მე-17 ადგილზე გავიდა.
თავისუფალ პროგრამაში მარია ალავიძის და ნიტა ნათობაძის დუეტმა, ეტაპზე მონაწილე 31 წარმომადგენელს შორის მე-12 პოზიცია დაიკავა.
მსოფლიოს თასის ბოლო საშეჯიბრო დღეს კი, თავისუფალი სოლო პროგრამით წარსდგა მარია ალავიძე, რომელიც მე-4 ადგილზე გავიდა.
როგორც უკვე გითხარით, საქართველოს ნაკრები, მსოფლიო თასის ეტაპზე ასპარეზობას აგრძელებს და მომდევნო ტურნირზე გაემგზავრება, რომელსაც ამჯერად, კანადა უმასპინძლებს. მსოფლიო თასის მე-3 ეტაპის 1-3 მაისს, კანადის ქალაქი მარკჰემი უმასპინძლებს.
მეორე ეტაპის შედეგები იხილეთ ბმულზე.
აქვე გეტყვით, რომ ამ მომენტისთვის, მარია ალავაძე, მსოფლიო რეიტინგში 798.2536 ქულით მესამე პოზიციაზეა გერმანელი და ბერძენი სპორტსმენების შემდეგ. ამავე რეიტინგში, 26-ე ადგილზეა ანი ყიფიანი. თეკლა გოგილაძისა და ნიტა ნათობიძის დუეტი, მე-14, ხოლო, მარია ალავიძისა და ნიტა ნათობიძის წყვილი 25-ე ადგილს იკავებენ.





ჩვენ







