
დღეს მოლდოვაში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ძალოსნობაში, რომელშიც, 11 ქართველო ძალოსანი მედლების მოგებას შეეცდება. მონაწილეთა შორის არის ნათია გადელიაც, რომელიც 81 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს და 19 აპრილს გამოვა ფიცარნაგზე.
დღეს კი, ქართველებმა პირველი მედლები მოიგეს. პირველი მედალი რამინ შამილიშვილმა მოიგო. 55კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე შამილიშვილმა, ატაცში, 105 / 109 კგ დაძლია და მე-5 ადგილი დაიკავა. აკვრაში კი, 127 / 131 / 134 კგ-ს გაართვა თავი და მცირე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ეს ჩვენი გუნდის წევრს ორჭიდშიც ბრინჯაოს მედლის მოგებაში დაეხმარა.
საღამოს, ფიცარნაგზე უკვე 61 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გოდერძი ბერდელიძე გამოვიდა. ძალოსანმა ატაცში (123 კგ) ბრინჯაოს, აკვრასა (146 / 151 / 153 კგ) და ორჭიდში (276 კგ) კი ვერცხლის მედლები მოიპოვა.
ხვალ, 15 აპრილს, თბილისის დრით 17:00 საათზე ასპარეზობას 67 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გურამ გიორბელიძე დაიწყებს.
ქართული გუნდის სხვა წარმომადგენლების განრიგი კი ასე გამოიყურება:
17 აპრილი 20:00 / 81 კგ - არჩილ მალაყმაძე
18 აპრილი 17:00 / 89 კგ - საბა ასანიძე
19 აპრილი 17:00 / 81 კგ - ნათია გადელია
19 აპრილი 20:00 / 96 კგ - რევაზ დავითაძე / ირაკლი გობეჯიშვილი
20 აპრილი 18:00 / 109 კგ - ზაზა ლომთაძე / ლონგინოზ ბრეგვაძე
21 აპრილი 17:00 / +109 ბაქარ თურმანიძე





ჩვენ







