
ქართველმა ხელბურთელებმა ეროვნულ ჩემპიონატებში მორიგი მატჩები ჩაატარეს და არცთუ ურიგოდ იასპარეზეს.
რუმინეთი
რუმინეთში ქვეყნის თასის გათამაშები დასკვნითი მატჩები გაიმართა. „ტურდამ" ორ დღეში ორი შეხვედრა ჩაატარა, გუნდის შემადგენლობასი ერთ-ერთი გამორჩეული საქართველოს ნაკრების წევრი ირაკლი კბილაშვილი იყო.
11 აპრილს, ნახევარფინალში „ტურდამ" „ბუქარესტი" დაძაბულ ბრძოლაში 26-22 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. კბილაშვილმა ნახევარფინალში 3 გოლითა და 1 ასისტით გამოიჩინა თავი.
ფინალური თამაში 12 აპრილს შედგა - „ტურდას" მეტოქე ბურქარესტის „დინამო" იყო. ირაკლი კბილაშვილი ამ შეხვედრაშიც გამორჩეული იყო, მან 4 გოლი და 4 ასისტი მიითვალა, მაგრამ ეს საბოლოოდ მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა, „ტურდა" 27-39 დამარცხდა და ტიტულის მოპოვება ვერ მოახერხა.

საფრანგეთი
საფრანგეთის ჩემპიონატში „ტრემბლი" გასვლით მატჩში მინიმალური ანგარიშით 25-26 დამარცხდა „ნიმთან". „ტრემბლის" შემადგენლობაში ერეკლე არსენაშვილმა მოედანზე 51 წუთი გაატარა, რა დროშიც ორი გოლი და ერთი ასისტი მიითვალა.
პოლონეთი
პოლონეთის თასზე, ოთხთა ფინალში, „აზოტი" „პლოცკს" შეხვდა, 25-40 დამარცხდა და ტიტულისთვის ბრძოლას გამოეთიშა. შეხვედრაში მონაწილეობა გიორგი დიხამინჯიამ მიიღო და თავის გუნდს სამი გოლით დაეხმარა.
სერბეთი
სერბეთის ჩემპიონატში „მეტალოპლსტიკა" სტუმრად „იუგოვიჩს" დაუპირისპირდა და დაძაბული შეხვედრა სტუმრებმა 33-28 მოიგეს. „მეტალოპლასტიკას" შემადგენლობაში მირიან გავაშელიშვილმა ორი გოლი გაიტანა და ერთი ასისტი მიითვალა.
სლოვაკეთი
სლოვაკეთის ჩემპიონატში ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლმა „ჰლოჰოვაცმა" „ტოპოლჩანთან" გასვლითი მატჩი 25-32 წააგო.
„ჰლოჰოვაცის" შემადგენლობაში გიგა მელიავამ და გუგა უთმელიძემ შედეგიანი შეხვედრა ჩაატარეს - მელიავა თავის გუნდში საუკეთესო იყო და ყველაზე მეტი, 7 გოლი გაიტანა, უთმელიძემ - 5.





ჩვენ







