მოლდოვაში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი გრძელდება
მოლდოვაში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი გრძელდება
17.04.2025
ავტორი: TSFF.Ge

მოლდოვაში გრძელდება ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი. ფიცარნაგზე გამოსასვლელი 5 წონით კატეგორიაში კიდევ შვიდი ქართველი ძალოსანი დარჩა. მათ შორის ჩვენი გუნდის ერთადერთი გოგონა, ნათია გადელია.


თუმცა მანამდე კიდევ ორმა ქართველმა სცადა ბედი. თავდაპირველად, 67 კგ წონით კატეგორიაში გურამ გიორბელიძემ, რომელმაც ატაცში 127 კგ დააფიქსირა და მე-4 ადგილზე გავიდა, ხოლო აკვრაში, 158 კგ-ით ასევე მეოთხე პოზიციას დასჯერდა. საბოლოოდ, ქართველმა, ორჭიდში 285 კგ დააფიქსირა და იქაც მე-4 ადგილით დაასრულა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა.


დღეს, 81 კგ წონით კატეგორიაში არჩილ მალაყმაძე  ასპარეზობდა. ძალოსანმა ატაცში 147 / 152 კგ დაძლია და მე-4 ადგილზე გავიდა. სამწუხაროდ, აკვრაში დაძლეული 173 კილოგრამით მხოლოდ, მე-13 საფეხურზე აღმოჩნდა. საბოლოოდ კი, ორჭიდში მოგროვილი 325 კილოგრამით მე-8 ადგილზე დასჯერდა.


ჩვენი  გუნდის სხვა წარმომადგენლების განრიგი ევროპის ჩემპიონატის დარჩენილ საასპარეზო დღეებში ასე გამოიყურება:


18 აპრილი 17:00 / 89 კგ - საბა ასანიძე

19 აპრილი 17:00  / 81 კგ - ნათია გადელია

19 აპრილი 20:00 / 96 კგ  - რევაზ დავითაძე / ირაკლი გობეჯიშვილი

20 აპრილი 18:00 / 109 კგ - ზაზა ლომთაძე / ლონგინოზ ბრეგვაძე

21 აპრილი 17:00 / +109 ბაქარ თურმანიძე