უეფა-ს ჯილოდ თბილისურ „კვარტალს“
უეფა-ს ჯილოდ თბილისურ „კვარტალს“
18.04.2025
ავტორი: TSFF.Ge

უეფა-მ საუკეთესო სამოყვარულო კლუბად თბილისის „კვარტალი" დაასახელა. უეფა-ს მასობრივი ფეხბურთის ყოველწლიური ჯილდო, რომელიც 2010  წელს დაწესდა და ყოველწლიურად, ეროვნულ ფედერაციებს, ცალკეულ პროექტებისა თუ ინიციატივების ავტორებს გადაეცემათ, ამჯერად, ამჯერად თბილისურ კლუბს ერგო.


„კვარტალმა" ჯილდო, ბრინჯაოს პრიზი, საფეხბურთო მოდელის ინკლუზიურობისთვის მიიღო, რომელიც ასაკობრივ გოგონათა და ვაჟთა გუნდების, ასევე ქალთა კლუბის და ვაჟთა მოყვარულთა ლიგის გუნდის 260 მოთამაშეს აერთიანებს.


ჯილდო, კლუბის საპატიო პრეზიდენტს - იაკო ხომერიკს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა - ლევან კობიაშვილმა დღეს გადასცა.



აქვე გეტყვით, რომ უეფა-ს 55 წევრი სახელმწიფოს მიერ, საკუთარი ქვეყნიდან წარდგენილ ნომინანტებს, ფეხბურთის მმართველი ორგანო, თითო ნომინაციაში ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს პრიზებს გადასცემს. „კვარტალის" მიერ მიღებული ჯილდო მესამეა. 2018 წელს ფეხბურთის ფედერაციამ "მოყვარულთა ლიგის" პროექტისთვის მიიღო (ვერცხლის ჯილდო), 2020 წელს კი სფფ-ის გრასრუტ კოორდინატორი - ჯესი სურმავა, უეფა-მ "გრასრუტ ლიდერის" ნომინაციაში, მარტვილის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტისთვის დააჯილდოვა.


„საუკეთესო სამოყვარულო კლუბის ჯილდო", მიზნად ისახავს გამოარჩიოს ევროპის მასშტაბით ინკლუზიური მოწყობის კლუბები, რომელთა საქმიანობა ფეხბურთის რამდენიმე შრეს ფარავს და ადგილობრივ კომუნაზე დადებით გავლენას ახდენს. „კვარტალის" ბრინჯაოს პრიზთან ერთად, ვერცხლის პრიზი ფინურ - „ჰაკას", ხოლო ოქროს პრიზი ნორვეგიულ - „სმორასს" გადაეცათ.




სფფ-ის ფოტო