
ხვალ, 8 მაისს, თბილისი არენაზე საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები, ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად უმნიშვნელოვანეს შეხვედრა გამართავს საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ. მოგების შემთხვევაში კი, ჩვენი ხელბურთელები, ზედიზედ მეორედ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდებიან, რომელიც 2026 წლის დადგომისთანავე გაიმართება. თუმცა, მანამდე, ხვალ უნდა მოვიგოთ და ამისთვის დარბაზში გულშემატკივრის დასწრება აუცილებელია.
თამაში, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. ბუნებრივია, მატჩი შუა კვირაში ტარდება და შესაბამისად, თუ მიზეზი გინდა არ მოსვლის, მარტივად გადააბრალებ „სამუშაო დროს", თუმცა, თამაშებს, არ ნიშნავს ადგილობრივი, ამ შემთხვევაში საქართველოს ხელბურთის ფედერაცია და მას, ევროპის ხელბურთის ფედერაციას, სხვა, პარალელურ რეჟიმში გასამართ თამაშების დროსთან არეგულირებს. ასე, რომ „მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლია" დროებით დავივიწყოთ და „ქუდზე კაცი" მოვიდეთ ხვალ, თამაშზე, რომელზე დასწრებაც თავისუფალია. თუმცა, აქ, ერთი თხოვნაც გვექნება, რის შესახებაც, ბოლო დროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, ვამჩნევთ ხშირად გვჭირდება შეგახსენოთ - თამაშის მსვლელობისას და მისი დამთავრების შემდეგ, მოედანზე არ შევიდეთ..
. თუკი, რომელიმე ჩვენი ხელბურთელის ხილვა და შეხვედრა, გაცნობა გვენდომება, თამაშის შემდეგ, დარბაზის გარეთ, პერიმეტრზე, დაგვიჯერეთ, ამის შესაძლებლობა გექნებათ და ბიჭებიც, არ გეტყვიან უარს „სელფის" გადაღებაზე. დარბაზში კი, ბიჭებს ზეიმი და ჟურნალისტებს, რომ ეს ამბავი სათანადოდ შეუნახონ ქართული სპორტის ისტორიას, მუშაობა ვაცადოთ.
8 მაისის უმნიშვნელოვანეს თამაშამდე კი, მომავალი ასპარეზობის დარბაზში, დღეს გუნდებმა ბოლო ვარჯიში გამართეს. ივარჯიშა საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმაც, რომელიც თუკი, ტიტე კალანდაძეს, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს დავუჯერებთ, როგორც არასდროს, მზად არის, მათ შორის, ფსიქოლოგიურად და მისი გუნდი, ხვალ, ბრძოლას გამარჯვებამდე აპირებს. თუმცა, გვაქვს ერთი დანაკლისი - ტრავმირებულია ხაზეინ რუსტამოვი, რომელიც გუნდისთვის საკმაოდ დიდი ძალაა. სამწუხაროდ, ვერც ამ შეხვედრაში დაეხმარება ჩვენს ნაკრებს ნიკოლოზ კალანდაძე.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა, ბოლო გადამწყვეტი შემადგენლობისთვის კი, ასე გამოიყურება: ზურაბ ცინცაძე („აზოტი", პოლონეთი), დავით ნიქაბაძე („სარატოვი", რუსეთი), ერეკლე არსენაშვილი („ტრემბლი", საფრანგეთი) , ზურაბ გოგავა („ალდეკერკი", გერმანია), გიგა მელიავა („ჰლოჰოვეცი", სლოვაკეთი), გიგა ზარნაძე („ჰერმსდორფი", გერმანია), გიორგი ცხოვრებაძე („გუმერსბახი", გერმანია), ირაკლი კბილაშვილი („ტურდა", რუმინეთი), თეიმურაზ ორჯონიკიძე („ოჰრიდი", ჩრდ, მაკრდონია), გიორგი დიხამინჯია („აზოტი", პოლონეთი), ირაკლი გოგოლაძე („ბათუმი"), გიორგი ლაპიაშვილი („ბათუმი"), მირიან გავაშელიშვილი („მეტალოპლასტიკა", სერბეთი), ხაზეინ რუსტამოვი („სლობოდა", ბოსნია), გიორგი არეშიძე („ტიმოიშოარა", რუმინეთი), ვახტანგ ხელისუფალი („სამტრედია").
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების მატჩის წინა, ბოლო ვარჯიშს, საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო, რომელმაც ვარჯიშის დასრულების შემდეგ, გუნდს წარმატება უსურვა.
და ბოლოს, ჩვენის მხრივ დავამატებთ, რომ თამაში კი, დაიწყება 17:00 საათზე, მაგრამ მოდით ადრე, რადგან ერთად ვიმღეროთ საქართველოს ჰიმნი.