
მაროკოს დედაქალაქ რაბატში მსოფლიოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის (AIPS) 87-ე კონგრესი გაიმართა. მასში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი გიგა გვენცაძე და გენერალური მდივანი ზურაბ თალაკვაძე მონაწილეობდნენ. კონგრესს 123 ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო.
ფორუმის დღეებში მსჯელობა ბევრ საინტერესო თემაზე მიმდინარეობდა, როგორებიცაა - 2026 წელს იტალიაში გასამართი ზამთრის ოლიმპიადის განრიგი, ტრანსპორტირებისა და აკრედიტაციის საკითხები. განიხილეს AIPS-ის გეგმები დაკარის მომავალი წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით. ასევე დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული 2024 წლის საუკეთესო სპორტული ჟურნალისტები.
დასკვნითი დღე კი მომავალი წლის საარჩევნო კონგრესის მასპინძელი ქალაქის შერჩევას დაეთმო. განიხილებოდა ორი კანდიდატი, ლოზანა (შვეიცარია) და სეჯონგი (სამხრეთ კორეა). საბოლოოდ, ფარული კენჭისყრის შედეგად, ლოზანამ 44-36 მოიგო და შემდეგი კონგრესის მასპინძელი ქალაქი გახდა.
ვიზიტი საქართველოს სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით შედგა.





ჩვენ







