გეგუჩაძის ახალი შანსი
გეგუჩაძის ახალი შანსი
01.09.2017
ავტორი:

1 სექტემბერს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს U21 ნაკრები პოლონელებს დაუპირისპირდებიან. 21-წლამდელთა ამ შეხვედრით ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს იწყებს. გორში თამაში 20:00 დაიწყება, მანამდე კი, ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე", 21-წლამდელებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი შეხვდა და მათ წარმატება უსურვა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ წელის ტრავმის გამო ვერ ითამაშებს გიორგი ჩაკვეტაძე. სამაგიოეროდ, გუნდს, ეროვნული ნაკრებიდან შეუერთდა მცველი ჯიმი ტაბიძე. რაც შეეხება გიორგი არაბიძეს, რომლის ვითომდა 21-წლამდელებში თამაშის შესახებ ალაპარაკდა ქართული მედიის ნაწილი, არ შეესაბამება სიმართლეს. არაბიძე ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2 სექტემბრის მატჩისთვის აგრძელებს წვრთნას.

პოლონელებთან შეხვედრისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე გია გეგუჩაძეს გამოძახებულები ჰყავს მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ოთო გოშაძე (საბურთალო), ბექა ქურდაძე (ლოკომოტივი); მცველები: დავით კობოური (დინამო თბ), გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), გიორგი ქანთარია (გროდნო, ბელარუსი), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), აკაკი შულაია (დინამო თბ), დავით ცეცხლაძე (სებაილი, აზერბაიჯანი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი); ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დინამო თბ), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), ლევან ელოშვილი (კაპფენბერგი, ავსტრია), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ნიკა ბაშელეიშვილი (თელავი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ლადო მოხევიშვილი (ალკოიანო, ესპანეთი);თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (დინამო თბ), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი).


იხილეთ ფოტოგალერეა: