
ვინ ამაღლებული განწყობით და ვინ ოდნავ ნირწამხდარი შეხვდება უეფა-ს ერთა ლიგის გათამაშების ჯგუფური ეტაპის ბოლო კალენდარულ თამაშებს. ყოველ შემთხვევაში, დღეს, ანდორა-ლა-ველაში, „ესტადა ნაციონალზე" გამართული მე-5 მატჩი, საქართველოს ნაკრებისთვის იუღბლო გამოდგა. ბუნებრივია, სტუმრად ნათამაშები, ფრე სხვა დროს არ იქნებოდა ვაი-ვიშის ამბის ასატეხი და „ამბავს" არც ახლა ავტეხთ, უბრალოდ, ძნელია, არ დაეთანხმო საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის შეფასებას, რომელიც მან მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გაახმოვანა.

„რა თქმა უნდა, ეს ის შედეგი არაა, რომელიც ჩვენ გვსურდა, ერთი ქულით კმაყოფილი ვერ ვიქნებით. შედეგი არის 1-1, მასპინძელმა გუნდმა ქულა ბრძოლითა და სწორი ტაქტიკური თამაშით მოიპოვა. ჩვენ ეს ყველაფერი კარგად ვიცოდით. ასეთ თამაშებში, როგორიც დღეს იყო, მეორე გოლი სწრაფად უნდა გაიტანო. ამის დიდი შანსი ჰქონდა არაბულს, როდესაც ანგარიში 0-2 იყო, ამ ვარიანტში, სხვა ფეხბურთი იქნებოდა. ჩვენ წავაგეთ ბრძოლა. ამიტომაც ვერ მოვიგეთ თამაში. არ უნდა გაუშვა ასეთი გოლიც 40-45 მეტრის მანძილიდან. ვერ გავიტანეთ გოლები და გავუშვით გოლი, ამიტომ ეს ძვირად დაგვიჯდა", - ამბობს ვაისი.

ცხელ გულზე დასკვნების გამოტანას ვლადიმირ ვაისი არ აპირებს. ცხელ გულზე, არც სტუმრად, ზღვის დონიდან 1023 მეტრზე მდებარე დასახლებაში ჩატარებული მატჩის შემდეგ გავაკეთებთ დასკვნებს ჩვენც. თუმცა, ძალზედ დასანანია, რომ რანგით ბევრე შენზე დაბალ გუნდთან, ვერ ახერხებ მთელი თამაშის მანძილზე შენს ხელთ არსებული უპირატესობის გამოყენებას. ფაქტია, რომ ლევან მჭედლიძის, თორნიკე ოქრიაშვილის, გიორგი ქვილითაიას, ჯანო ანანიძის გარეშე და მიუხედავად იმისა, რომ 5 თამაშის შემდეგ 11 გოლი გვაქვს გატანილი გუნდი, რომელიც თითქმის სრულად გადახალისებული იყო, ვერ ახერხებს ერთ გოლზე მეტის გატანას. „ესტადა ნაციონალზე" შეხვერდა, დავით ხოჭოლავამ, ჯიმი ტაბიძემ, ოთარ კიტეიშვილმა და ბაჩანა არაბულმა დაიწყეს.

„მხოლოდ მოსაგებად უნდა ვითამაშოთ, რათა გამოვიმუშავოთ ბევრი ქულები. გავხდეთ დ ჯგუფის გამარჯვებულები. თუ გვინდა. დღეს დავაყეე, ტაბიძე, ხოჭოლავა, კიტეიშვილი, არაბული, მაგრამ დაცვის ხაზში პრობლემა არაა. ერთი დარტყმული კარში და გავუშვით გოლი და დავკარგეთ 3 ქულა. ჩვენი შეცდომა არის შეტევის ცენტრი. ტრავმირებულები არიან ქვილითაია, მჭედლიძე, ოქრიაშვილი და ის ხარისხი, რომელიც გვინდა და გვჭირდება, ტრავმირებული ფეხბურთელების შემცვლელები ვერ აჩვენებენ. უნდა მივცეთ, ამ ფეხბურლებს შანსი, რომ ითამაშონ რადგან არის კიდევ ერთი შეხვერდა და მერე არანაირი ამხანაგურები. მარტში იწყება ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი. ასე, რომ მზად უნდა ვიყოთ", - ამბობს ვაისი.

დღეს ქართველთა მთავარმა მწვრთნელმა გაკვრით, მედიის წინაშე, პირველად დააყენა ეჭვქვეშ, ნაკრების მთავარი მეკარის და ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრებში, მისი ერთ-ერთი ფავორიტის, გიორგი ლორიას მომდევნო შეხვედრის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა.
„ლორია კარგი მეკარეა, მაგრამ ემჩნევა, რომ სათამაშო პრაქტიკა აკლია. დღეს მან გუნდს ვერ უშველა. შესაძლოა, რომ თბილისში, ყაზახეთთან მატჩში, კვასხვაძე დადგეს კარში", - აღნიშნა ვაისმა. ვაისი, არც იმას გამორიცხავს, რომ მომავალში, ნაკრებში, შეტევის ხაზში, სადაც ქართველთა გუნდს ძალიან უჭირს, დაამატოს კიდევაც ვინმე ეროვნული ლიგიდან. თუმცა, ამ ეტაპზე ამის აუცილებლობას ვერ ხედავს.

მიუხედავად იმისა, რომ ანდორას ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საკუთარი კარის დასაცავად დაპირებული „მატარელები" ჩააყენა (4-4-2), ვაისის გუნდმა, პირველ ტაიმში მაინც მოახერხა სივრცეების მონახვა. ალბათ, როგორც მოსალოდნელი იყო, გიორგი ჩაკვეტაძე ყველაზე მეტად აქტიურობდა. თუმცა, ალბათ, ისიც უნდა ითქვას, რომ დღეს, ანდორასთან ჩაკვეტაძე, ბოლომდე იმ ფეხბურთს ვერ თამაშობდა, რაც მას შეუძლია, გამოსდის და რისი ყურებაც ქართველ გულშემატკივარსაც უნდა და როგორც ამბობენ, საგანგებოდ 19 წლის ქართველის სანახავად, „ბარსელონადან" ჩამოსულ სკაუტებსაც (რომლბიც ასევე ვერ ვნახეთ). შესაბამისად რთულია დაასკვნა, რამ უფრო იმოქმდენა ახალგაზრდა ფეხბურთელზე, „ბარსელონას" დაინტერესების შესახებ აგორებულმა კამპანიამ, თუ მინდვრის საფარმა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ მატჩში ასეც და ისეც, საუკეთესო სწორედ გიორგი ჩაკვეტაძე იყო. „ჩაკვეტაძე, მთელს საქართველოს ვერ გაქაჩავს. 19 წლის ბიჭია. მაშინ რა საჭირო არიან სხვა ფეხურთელები?"- ამბობს ვაისი.

ანდორასთან მატჩამდე, ვაისმა დააანონსა, რომ ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნებოდა. მართლაც, დღეს, გუნდმა 4-3-3 სქემით, თუმცა, ცოტა ფუნქცია გადააგდილეულმა ითამაშა. ბუნებრივია, მატჩზე გავლენა მოდნის საფარმაც იმოქმედა. „ასტანა არენას" ხელოვნურ საფარიანი ჩინებული მინდვრის შედეგ, „ესტადა ნაციონალი" არ იყო იდეალური. შედარებისთვის, რომ ქართველმა მკითხველმა გაიგოს, ის უფრო, ბათუმის „რაგბი არენის" ხარისხის მიდნორი არის. რა თქმა უნდა, ადგილობრივი გუნდისთვის, რომელსაც სისტემატურად უწევს თამაში ეს ჩვეული საქმეა. თუმცა, მატჩამდე მოედნის საფარზე ყურადღება ანდორელმა ჟურნალისტებმა, საკუთარი გუნდის მთავარ მწვრთნელთან კოლდო ალვარესთან პრესკონფერენციის დროსაც გაამახვილეს ყურადღება.

„ბუნებრივია, არ იყო ადვილი ამ მოდაზე თამაში. თუმცა, მინდორი ორივე გუნდისთვის ერთნაირია. გაუჭირდა ყაზახეთს, ჩვენ და გაუჭირდება ლატვიასთაც. მაგრამ საშინაო თამაში, სწორედ, ასეთ ნიუანსებზეა გათვლი. ასევე მასპინძელი გუნდის თავდადებაზე, კარგად ახერხებენ გადაწყობას, არ გაძლევენ თავისუფლად თამაშის საშუალებას. თუ ტექნიკურად 1-1- ზე (ინდივიდუალიზმი) არ გამიყენებ უპირატესობას", - ამბობს ვლადიმირ ვაისი.
სწორედ ინდივიდუალიზმის ხარჯზე, დღეს, საქართველოს ნაკრებმა შესძლო, რომ სათამაშო უპირატესობას ფლობდა. მომენტები იყო. თუმცა, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფა-ს ერთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრა ანდორასთან ფრედ, 1-1 ითამაშა.

ჩვენმა გუნდმა ანგარიში სწრაფი გოლით მე-9 წუთზე გახსნა. ოთარ კაკაბაძის გადაცემით გიორგი ჩაკვეტაძემ ისარგებლა და ბურთი მეტოქის კარში გადაგზავნა. მეორე ტაიმში, ოთარ კაკაბაძეზე დანიშნული საჯარიმოს შემდეგ, თითქმის 40-45 მეტრი მანძილიდან, საკმაოდ უხერხული ტრაქტეორიით მასპინძლებმა ანგარიში გაგვითნაბრეს. ეს 63-ე წუთზე მოხდა და მატჩის მოსაგებად კიდევ გქვონდა დრო.

ჰქონდა თუ არა ვაისს, სხვა გამოსავალი და რატომ წავიდა, როგორც ბევრი თვლის, ქართველთა მწვრთნელი კიდევ ერთ „ექსპერიმენტზე"? პასუხი, ამ შეკითხვაზე არც თუ ისე რთულია. ფაქტია, რომ ამ მომენტისთვის სხვა ფეხბირთელები არ გვყავს. უფრო სწორად გყვაყს ტრავმირებულები, რომელთა შემცვლელები ბოლოს და ბოლოს მოსანახები არიან. თუ თამაშში არ გამოსცადე კიდევ სათადარიგო სკამზე დასმული მოთამაშით შედეგს ვერ მიიღებ. „შეტევაში, ყველა ტრავმირებულია, მაგრამ ის შანსი რომელიც არაბულმა და კაჭარავამ მიიღეს, ხელიდან არ უნდა გაუშვან. თუმცა, მათ ვერ აჩვენეს ის ხარისხი, რაც მათგან და სხვა ფეხბურთელებისგან გვინდა"- ამბობს ვაისი.

ხვალ დილით ნაკრები, ბარსელონას გავლით თბილისში გამოფრინდება და 19 ნოემბრის მატჩისთვის დაიწყებს მზადებას. კი, ჯგუფიდან გასულები ვართ, მაგრამ მეტი ქულის მოპოვება გვჭირდება იმისთვის, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაზე მეოთხე კალათაში მოვხვდეთ. ყაზახეთს სახლში უნდა მოვუგოთ, ამიტომ არ იქნება მარტივი თამაში.
შეხვედრა, „დინამო არენაზე" 19 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება. ბილეთები როგორც ელექტრონულად, ასევე სტადიონის სალაროებში იყიდება და მათი ფასი 1 ლარი ღირს.
სატურნირი მდგომარეობა უეფა-ს ერთა ლიგის D დივიზიონში






ჩვენ








