
10 წუთიანი შუალედი, საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ბედი, ახლა ისრაელთან დადებითი შედეგის შემთხვევაში გადაწყდება ქართველთათვის სასიკეთოდ.
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ლიხტენშტეინის 19-წლამდე ნაკრების დიდი ანგარიშით დამარცხების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელები, მეორე ტურის მატჩში, აზერბაიჯანთან ზედმეტად თავდაჯერებულები გამოვიდნენ.
„მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე" საქართველოსა და აზერბაიჯანის 19-წლამდე ნაკრებებს შორის პირველი გოლი ლევან ხარაბაძემ გაიტანა, 1-0. თუმცა, მეორე ტაიმში ქართველთა დაცვისა და მეკარის შეუთანხმებელ მოქმედებებს, გოლი მოჰყვა და აზერბაიჯანმა გაგვითანაბრა ანგარიში, 1-1. ხოლო კიდევ რამდენიმე წუთში, 19-წლამდე ნაკრების მეკარის უხეშ შეცდომას მეორე გოლიც მოჰყვა, 1-2. მატჩის დასრულებამდე კიდევ რჩებოდა საკმარისი დრო. თუმცა, 19-წლამდე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა მატჩის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს. მთავარმა მწვრთნელმა აზერბაიჯანთან ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ბულისკერია, ხარაბაძე, ჯინჯოლავა, გელაშვილი, გაბიტაშვილი, მექვაბიშვილი, დარცმელია, გულიაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, ბაბუნაძე. შეცვლაზე შევიდნენ: ივანიაძე, გაბუნია, ფაცაცია, ინჯგია.
ახლა, გავა თუ არა საქართველოს 19-წლამდე ნაკრები გათამაშების მომდევნო ეტაპზე, 20 ნოემბერს, ბოლო ტურში გადაწყდება. მესამე ტურში 20 ნოემბერს, აზერბაიჯანი ლიხტენშტაინს შეხვდება, საქართველო კი - ისრაელს. გიორგი მიქაძის გუნდს ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვება აძლევს ხელს ჯგუფიდან გასასვლელად.
დღეს კი, "მიხეილ მესხი 2"-ზე ისრაელმა დაძაბულ ბრძოლაში ბოლო წუთებზე გატანილი გოლით 2-1 აჯობა ლიხტენშტაინს.





ჩვენ








