
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა დღეს, ''დინამო არენაზე'' ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ჩაატარა. ქართველებმა ყაზახებს ანგარიშით 2-1 სძლიეს.
შეხვედრის 59-3 წუთზე, ფეხბურთელმა, რომელსაც მთელი შესარჩევი ციკლის მანძილზე, ქართველი გულშემატკივრისგან ყველაზე მეტი კრიტიკა და ნეგატივი ხვდა წილად დღევანდელ მატჩში მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. საქართველო-ყაზახეთის შეხვედრაში ანგარიში გიორგი მერებაშვილმა გახსნა.
„პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს. მთელი 90 წუთის განმავლობაში ვგრძნობდით მათ მხარდაჭერას, მათი დიდი დამსახურებაა, რომ დღეს ყაზახეთი დავამარცხეთ. რაც შეეხება თამაშს, რთული იყო. მეტოქე დაცვით ფეხბურთს თამაშობდა. სასურველ მიზანს მივაღწიეთ, გავიმარჯვეთ. ჩვენი მიზანია ევროპაზე გასვლა და ნებისმიერ მეტოქესთან მოსაგებად ვითამაშებთ", - ამბობს გიორგი მერებაშვილი
მატჩს შემდეგ მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ გულშემატკივრის მხრიდან კრიტიკა და ნეგატიური კომენტარები გულდასაწყვეტი იყო. თუმცა, დღევანდელი გოლით მან დაამტკიცა, რომ იმსახურებს ეროვნულ ნაკრებში თამაშს.
უეფა-ს ერთა ლიგის D დივიზიონის 1 ჯგუფის ბოლო შეხვედრა საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის 2-1 ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 16 ქულა დააგროვა და მხოლოდ 2 გაშვებული გოლით, 1 ადგილი დაიკავა.
მასალა მომაზადა ნინი ვაშაკიძემ






ჩვენ








