გურამ კაშიამ ბედნიერია, რადგან შეუძლია ‘’დინამო არენაზე’’ ასეთ ატმოსფეროში თამაში
გურამ კაშიამ ბედნიერია, რადგან შეუძლია ‘’დინამო არენაზე’’ ასეთ ატმოსფეროში თამაში
20.11.2018
ავტორი: ნინი ვაშაკიძე

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა დღეს, „დინამო არენაზე'' ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ჩაატარა. ქართველებმა, ყაზახებს, ანგარიშთ  2-1 სძლიეს. ჯგუფიდან გასვლა ჩვენმა ნაკრებმა, დღევანდელ მატჩამდე ორი ტურით ადრე მოიპოვა. თუმცა, დღევანდელ შეხვედრასაც უდიდესი დატვირთვა ჰქონდა.

„ხანდახან ჰგონიათ ხოლმე, რომ ასეთ ნაკრებებთან მოგება ადვილია. თითქმის ექვსივე თამაში დაცვითი ფეხბურთი ითამაშეს გუნდებმა. საკმაოდ რთულია ასეთ მეტოქეებთან გოლის გატანა. დღეს, 4 გოლის გატანა მაინც შეგვეძლო. საერთო ჯამში, ჩვენ, ძლიერი მხარე ვიყავით. ბედნიერი ვარ, რომ ესეთ ატმოსფეროში შემიძლია „დინამოზე" თამაში. ყველა ქართველი ფეხბურთელის ოცნებაა ამ სტადიონზე თამაში. თითქმის შეუძლებელია ასეთ ატმოსფეროში და გარემოში, როგორიც დღეს იყო, ფეხბურთელმა თამაში წააგოს. გულშემატკივრის პასუხისმგებლობაა, რომ მხარი დაგვიჭირონ, ვინაიდან ეს დიდი მოტივაციაა თითოეული ჩვენგანისთვის", - ამბობს გურამ კაშია.

დღევანდელი მატჩის დროს, „დინამო არენაზე" აღსანიშნავია გულშემატკივრის მონდომება და მათი ჩართულობა თამაშის მსვლელობისას.

უეფა-ს ერთა ლიგის D დივიზიონის 1 ჯგუფის ბოლო შეხვედრა საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის 2-1 ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 16 ქულა დააგროვა და მხოლოდ 2 გაშვებული გოლით, 1 ადგილი დაიკავა.


მასალა მოამზადა ნინი ვაშაკიძემ