
„დინამო არენაზე" უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა, სადაც საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ყაზახეთის ნაკრებს უმასპინძლა, ქართველთა გამარჯვებით, ანაგარიშით 2-1 დასრულდა. ამ მოგებით საქართველომ საბოლოოდ გაინაღდა C ლიგის საგზური. ასევე გაირკვა, რომ ჩვენი ბიჭები, ამ გამარჯვებით D ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრას თბილისში ჩაატარებენ.
უეფა-ს ერთა ლიგის D დივიზიონის პირველი და ბოლო ჯგუფური შეხვედრები ქართველმა ფეხბურთელებმა სწორედ ყაზახეტის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარეს. ჯგუფურ ეტაპზეც პირველი და ბოლო გოლი, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების 19 წლის ათიანმა, გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა. ბუნებრივია, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ყაზახი ჟურნალისტების მთავარი შეკითხვაც ეს იყო. რატომ ვერ მოახერხა სტანიმირ სტოილოვის გუნდმა 2 შეხვედრაში ერთი ჩაკვეტაძის ნეიტრალიზება.

''ჩვენ პირველ ტაიმში ზონებს კარგად ვიცავდით, გვქონდა პირველ ტაიმში ისეთი საგოლე მომენტი როგორიც საქართველოს არ ჰქონია და რომელიც ვერ გამოვიყენეთ. ჩაკვეტაძემ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. ჩვენ ვერ ვასწრებდით მასზე დროულად გადასვლას და მას ყოველთვის სივრცე რჩებოდა", - ამბობს სტოილიოვი.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ყაზახთა დამრიგებელმა სტანიმირ სტოილოვმა, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მათ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე ტრავმის გამო აკლდათ.
„ჩვენ დაგვაკლდა გუნდის ლიდერები და გვყავდა ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე, რომელთაც კლასი დააკლდა. ჩვენ უკვე ორი თამაში ვითამაშეთ საქართველოსთან და ოთხი გოლი გავუშვით, ჩვენ კი მხოლოდ ერთი გავიტანეთ, რაც კლასის მანიშნებელია'', - ამბობს სტოილოვი.
როგორც გახსოვთ, სტოილოვი გუშინ აცხადებდა, რომ მისთვის და მისი გუნდისთვის გადავსებული ტრიბუნები დიდი გამოცდილება იქნებოდა, ''სავსე ტრიბუნებზე თამაში ყოველთვის პოზიტიურია და ჩვენთვის დიდი გამოცდილება იყო აქ თამაში''- დასძინა სტიულოვმა.
დღეს საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის ბოლო მატჩი ითამაშა უეფას ერთა ლიგაზე , და დამაჯერებლად დაამარცხა ყაზახეთის ნაკრები, ჩვენმა გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა ჯამში 16 ქულა რითაც მეორე ადგილზე გასულ ყაზახეთს მთელი ათი ქულით გაუსწრო.
მასალა მოამზადა საბა ლომთათიძემ





ჩვენ








