ორი ნაბიჯი ოცნებამდე
ორი ნაბიჯი ოცნებამდე
20.11.2018
ავტორი: საბა ლომთათიძე

„დინამო არენაზე", დღეს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, უეფა-ს ერთა ლიგის მორიგ შეხვედრაში  გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ფეხბურთელებმა, ამჯერად ყაზახეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ითამაშეს და ანგარიშით, ანგარიშით 2-1 იმარჯვეს, რითაც ერთა ლიგის პირველი გათამაშება წაუგებლად დაასრულეს. ამასთან მხოლოდ 2 ბურთი გაუშვეს საკუთარ კარში, თავად კი, 12 გოლის გატანა მოახერხა. ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ახლა, ½ - ფინალური მატჩისთვის მეტოქის გარკვევას ელოდება.

მატჩის შემდგომ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე, ვლადიმერ ვაისს ჟურნალისტები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.



„მადლობას გიხდით თქვენ ყველას და ფეხბურთელებს, რადგან დღეს ქვეყანაში, სადაც უყვართ ფეხბურთი ძალიან უხარიათ. მადლობა ხელმძღვანელობას, რომელიც გვედნო, ჩვენ სკოვაკებს. ჩვენ ერთად, გადავდგით პირველი ნაბიჯი. მომავალ წელს გველოდება კვალიფიკაცია, სადაც სხავ დონის მეტოქესთან გვიწევს თამაში. მოგვიწევს ისევ სწავლა და მეტის გაკეთება ჯგუფში კარგი ადგლის დასაკავებლად. ვნახოთ, რას ვაჩვენებთ მომავალ წელს. 2020 წელი შორს არის. კარგია, რომ ქართველი ქომაგები ასეთ გუნდს საკუთრ მოედანზე იხილავს. 2020-ში, ევროპის ჩემპიონატამდე ორი დიდი ნაბიჯი აშორებს საქართველოს, ეს არის ½ ფინალი და ფინალი"- ამბობს ვლადიმირ ვაისი.

პრესკონფერენციაზე, ვლადიმირ ვაისმა ასევე ისაუბრა C ლიგაში დაწინაურებაზე და განაცხადა,რომ შემდეგი გათამაშება უფრო რთული იქნება, რადგან იქ ჩვენ სხვა დონის გუნდებს ვეთამაშებით და უნდა შევძლოთ ღირსეული ადგილი დავიკავოთ ჯგუფში.




ჩვენი გუნდის თავკაცს, როგორც მოსალოდნელი იყო გიორგი ჩაკვეტაძეზეც დაუსვეს კითხვა, რომელიც დღეს უდაოდ საუკეთესო იყო ორივე გუნდის შემადგენლობაში.  საგოლე პასს პლუს გოლი მიუმატა. რეალურად კი უეფა-ს ახალი ტურნირუს ჯგუფურ ეტაოზე, საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან, პირველი და ბოლო გოლები გაიტანა.

„ჩაკვეტაძე არის წარმოუდგენლი ტალანტი. არის საუკეთესო მოთამაშე რომელიც მთელი გათამაშებაა, მთელი კვალიფიკაციაა „ქაჩავს" მთელს გუნდს და ეს არის 19 წლის ბიჭი. მინდა ვუსურვო პირველ რიგში ჯანმრთელობა, რადგან სწორ გზაზე დადგა, როდესაც წავიდა „გენტში", საქართველოდან, სადაც ბევრად უფრო ძლიერი ჩემპიონატია. ვუსურვებ დიდ და წარმატებულ კარიერას, მაგრამ მას ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს. „გენტში" ვუსურვებ ამ წარმატებას და თუ მისი თამაშს ხარისხი გაუმჯობესდება, „გენტი" მას უბრალოდ ვერ შეინარჩუნებს", - ამბობს ვაისი.




ვაისს ასევე კითხვა დაუსვეს ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავაზე და მის ტრავმაზე, რომლის გამოც მან ანდორასთან მატჩი გამოტოვა.

„ჯაბას გარეშე ნაკრები წარმოუდგენელია, ეს შეგვეტყო ანდორასთან თამაშშიც, ჩვენ გვაკლდა ის სულისკვეთება და შემართება, რომელიც ჯაბას ახლავს ნაკრებთან ერთად'', - თქვა ვაისმა.

ჩვენი გუნდის დამრიგებელმა ასევე ისაუბრა იმ ფეხბურთელებზე რომლებიც ნაკრების უახლოეს რეზერვად მოიაზრებებიან. ვაისი, დაახლოებით  ორმოცამდე ფეხბურთელს აკვირდება. თუმცა, თვლის, რომ იმ კონკურენციის ფონზე, რაც დღეს ნაკრებშია, თითოეულს ბევრი შრომა მოუწევს.




„ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ანანიძე, ოქრიაშვილი, პაპუნაშვილი, ქვილითაია, მჭედლიძე,  ნავალოვსკი, კიტეიშვილი, არაბული...  ეს მხოლოდ ტრავმირებული ფეხბურთელები არიან. თუ ვინმე გამომრჩა, დამეხმარეთ...11-ი თამაშობს.  ჩვენთვის ნაკრებში ადგილი ამიტომაც განაღდებული არავის აქვს. შეუცვლელი არავინაა, და თუ ვინმე თავს გამოიჩენს მას აუცილებლად მიეცემა შანსი", - ამბობს ვაისი.

ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით შესვენებაზე ის  ფეხბურთელებს მკაცრად ელაპარაკა რამაც შედეგი გამოიღო, ჩვენმა ბიჭებმა მეორე ტაიმი მაგრად ითამაშეს.  „იყო მოტივაციის პრობლემა თუმცა შესვენებაზე ხმას ავუწიე რაც საბოლოო ჯამში სწორი აღმოჩნდა, მოტივაციის ნაკლებობა იყო ანდორასთან გამართულ შეხვედრაშიც''- ეცინება ვაისს.




ჟურნალისტებმა ვაისს ასევე კითხეს რამდენად ხშირად ადევნებს თვალყურს ახალგაზრდულ ნაკრებების თამაშებს, მითუმეტეს ამდენი ტრავმირებული ფეხბურთელების ფონზე, რაზეც ქართველთა სლოვაკმა მწვრთნელმა უპასუხა, რომ ახალგაზრული და ასაკობრივი ნაკარებების თამაშებსაც აქტიურად ადევნებს თვალს. ასევე, „დინამოს აკადემიას".

შეგახსენებთ, რომ  დღეს გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი ანგარიშით 2-1 დაამარცხა და ახლა ½ ფინალის მეტოქეს ელის.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                               

მასალა მოამზადა საბა ლომთათიძემ