გიორგი ცინცაძე ევრობასკეტზე ასპარეზობას გააგრძელებს
გიორგი ცინცაძე ევრობასკეტზე ასპარეზობას გააგრძელებს
01.09.2017
ავტორი:

ლიტვასა და საქართველოს ნაკრეთა შორის, ევრობასკეტი 2017-ის სასტრატო მატჩის მეორე მეოთხედის დასაწყისში, ქართველთა გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ ტრავმა მიიღო და ილიას ზუროსი იძულებული გახდა თამაშის ბოლომდე, ცინცაძე სკამზე დაეტოვებინა. მატჩის დასრულების შემდეგ გიორგის კვლევა ჩაუტარდა, რომლის საბოლოო შედეგები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

„გიორგის, ჩაუტარდა მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია. რის შედეგადაც დადგინდა მარცხენა კოჭ-წვივის სახსრის სერიოზული ღრძობა, ლატერალური გოჯის დაზიანებები ნაწილობრივ. ეს მიგვანიშნებს, რომ არის მეორე „გრეიდის", პირველი ხარისხის დაზიანება, რაც ნიშნავს, რომ გიორგი გვეყოლება ჩვენ ამ ევრობასკეტზე. თუმცა, ხვალ, როდესაც გასული იქნება 24 საათი, შესაბამისად გვეცოდინება ზუსტად, ითამაშებს თუ არა ხვალინდელ თამაშს. გიორგის დილით, კიდევ ერთი კველვა ჩაუტარდება და ამ კონტროლის შემდეგ, გვეცოდინება ზუსტი პასუხი," - ამბობს ეროვნული ნაკრების ექიმი თემურ ხვედელიძე.

შეგახსენებთ საქართველოს ნაკრებს ხვალ, თბილისის დროით 16:45 წუთზე გერმანიის ნაკრებთან უწევს დაპირისპირება, 3 სექტემბერს, კი ჩვენები უკრაინის გუნდს დაუპირისპირდებიან. ითამაშებს თუ არა გიორგი ცინცაძე გერმანელებთან ხვალ დილით გაირკვევა. დღეს კი გიორგი გუნდათან ერთად თელ-ავივ არენაზე იყო და ვიქტორ სანიკიძესტან ერთად ქართველთა ვარჯიშს თვალს ადევნებდა.