2025-2026 წლების ევროტურნირებზე სამი ქართული გუნდის მეტოქეები გაირკვნენ
2025-2026 წლების ევროტურნირებზე სამი ქართული გუნდის მეტოქეები გაირკვნენ
17.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ნიონში, უეფა-ს 2025-2026 წლების საკლუბო სეზონის ათვლა დაიწყო. გაირკვა ევროტურნირებზე მოასპარეზე ქართული კლუბების მეტოქეებიც. საქართველოს ჩემპიონი „იბერია 1999", უეფა-ს ჩემპიონთა ლიგას პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს და მისი მეტოქე, შვეიცარული „მალმე" იქნება.  ლევან კორღალიძის გუნდი 2025 წლის 8/9 და 15/16 ივლისს ჩაატარებს. ოფიციალურად, თარიღი ოდნავ მოგვიანებით დაზუსტდება. მანამდე კი, ცნობილია, რომ ქართული გუნდი პირველ შეხვედრას სახლში გამართავს.


მომდევნო წილისყრის დროს უკვე უეფა-ს ევროპა კონფერენს ლიგაში მონაწილე გუნდების მეტოქეები გახდა ცნობილი. აქ, მოგეხსენებთ, სამი ქართული კლუბი მონაწილეობს, ქუთაისის „ტორპედო", გორის „დილა" და თბილისის „სპაერი". მათ შორის, პირველად გათამაშებაში , „ტორპედო" და „დილა" ერთვებიან.


10 და 17 ივლისს, „ტორპედო" - „ორდაბასს",  პირველ შეხვედრაში სახლში უმასპინძლებს გორის დილა კი, გასვლაზე  ლუქსემბურგის „რასინგს" დაუპირისპირდება. რაც შეეხება, „სპაერს", ის გათამაშებაში მეორე წრიდან ჩაერთვება და მისი მეტოქეც მალე გაირკვევა.