
დღეს ჯუდოს ქართველი ქომაგი მინიმუმ ორ ჯუდოკას ელოდა ფინალურ ბლოკში თუმცა, უნგრეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც დღეს ქართული გუნდიდან -90 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე ასპარეზობდნენ, მხოლოდ ერთმა, ლუკამ მოახერხა მედლის მოგება.
ლუკამ, პირველი წრიდან დაიწყო და ჯერ აზერბაიჯანელი, შემდეგ იტალიელი, ჩეხი და ესტონელი ჯუდოკები გამოთიშა ასპარეზობას. ამის შემდეგ, 1/2 ფინალში კი, ტურნირის მომავალ გამარჯვებულ იაპონელ სანშირო მურაოსთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლის გზას დაადგა. აქ, ქართველმა, იტალიელი კენი კომი ბედელი იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მესამე მედალი მოუტანა. სხვათა შორის ეს ის იტალიელი ჯუდიკა იყო, რომელმაც მაისურაძესთან შეხვედრამდე, 1/8 ფინალში, ლაშა ბექაურის დამარცხება იუკოთი მოახერხა.
მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე, ორი წონითი კატეგორიით ადრე, ახლა ქართული გუნდის სათვალავში ერთი ოქროს - ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ), ერთი ვერცხლის - ტატო გრიგალაშვილი (-81კგ) და ერთიც ბრინჯაოს - ლუკა მაისურაძე (-90 კგ) მედალია.
აქვე გეტყვით, რომ 18 ივნისს, ტატამზე -100 კგ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე იასპარეზებს.
ამ დროისთვის ჩენი ვებ-პორტალი უკვე მოვლენების დარბაზიდან შეეცდება მასალის მოწოდებას.
ფოტო: IJF / Sabau Gabriela