სერჰეი იემილიანოვმა მორიგი ოქრო მოიგო
სერჰეი იემილიანოვმა მორიგი ოქრო მოიგო
21.06.2025
ავტორი: TSFF.Ge

საქართველოს სახელით მოასპარეზე სერჰი იემილიანოვმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ, პორტუგალიაში გამართულ ევროპის პარაკაიაკის (Paracanoe KL3 Men) მარათონზე, საქართველოსთვის მოგებული პირველი ისტორიული ოქროს მედლისა და  მსოფლიოს თასზე გამარჯვების შემდეგ, საქართველოსთვის მორიგი ოქრო მოიგო და ამჯერად, ჩვენი ქვეყნისთვის პირველი ისტორიული მედალი მოიგო.


ჩეხეთში, ქალაქ რაჩიცეში კანოეთი სპრინტსა და პარაკანოეში ევროპის ჩემპიონატზე სერჰი იემელიანოვმა (KL3 კატეგორია) 200-მეტრიანი დისტანცია 39,965 წამში დაფარა და ოქროს მედალი მოიპოვა. ეს საქართველოსთვის პარაკანოეს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული პირველი მედალია.


კანოე სპრინტში ფინალშია გია გაბედავა C1 (200m), მე-5 ადგილი დაიკავა. ქართველმა დისტანცია 39.081 წამში დაფარა  და გამარჯვებულს +0.790-ით ჩამორჩა.    


ჩვენი გუნდი ერთადერთმა ქალმა სპორტსმენმა, მარიამ ქერდიკაშვილმა, C1 (200m) დისტანციაზე ასპარეზობა მე-7 ადგილით დაასრულა. ქართველმა დისტანცია 46.925 წამში დაფარა და მხოლოდ, +1.747-ით ჩამორჩა გამარჯვებულს.


ხვალ, ფინალი ელის K1 (200m)-ში ბადრი ყაველაშვილს, ხოლო მარიამი C1 (500m) მეტრზე სცდის ბედს.