ჩეხეთში დღეს ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღე იყო
ჩეხეთში დღეს ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღე იყო
22.06.2025
ავტორი: TSFF.Ge

დღეს, 22 ივნისს, ჩეხეთში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი კანოეში რომელშიც საქართველოს ოთხი წარმომადგენელი მარიამ ქერდიკაშვილი, ბადრი ყაველაშვილი, გია გაბედავა და სერგეი იემილიანოვი მონაწილეობდნენ.


ტურნირის ბოლო დღეს, 18 გაცურვა იყო, რომელთაგან ორში, ჩვენი წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.


ფინალური გაცურვა ბადრი ყაველაშვილმა, კანოე სპრინტში K1 (200m) მე-6 ადგილი დაიკავა. მან 200 მეტრიანი დისტანცია 34.741 წამში დაფარა. ის მხოლოდ, +0.603-ით ჩამორჩა გამარჯვებულს.


ქალთა შორის C1 (500m)-ზე მარიამ ქერდიკაშვილმა დისტანცია 2:21.701 წუთში დაფარა, +14.894-ით ჩამორჩა გამარჯვებულს და საბოლოოდ, მე-8 ადგილით დაასრულა ასპარეზობა.


ყველა შედეგი იხილეთ ბმულზე