„დინამო თბილისმა“ სანაკრებო შესვენების შემდეგ საწვრთნელი შეკრება განაახლა
„დინამო თბილისმა“ სანაკრებო შესვენების შემდეგ საწვრთნელი შეკრება განაახლა
24.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საფეხბურთო კლუბმა „დინამო თბილისმა" სანაკრებო შესვენების შემდეგ საწვრთნელი პროცესი განაახლა. მიუხედავად იმისა, სლოვაკეთიდან დაბრუნებული 21-წლამდე ნაკრების მოთამაშეებს კლუბის ხელმძღვანელობამ დასვენების საშუალება მისცა. მათ გარეშე გუნდმა პირველი ამხანაგური თამაში ჩაატარა დღეს, „დინამო არენაზე" სომხეთის „პიუნიკის" წინააღმდეგ და 1-1 ითამაშა. დინამოელთა რიგებში დღეს არ უთამაშიათ ჯაბა კანკავას, ვაკო გვილიას, მათე ვაწაძეს და ნიკოლოზ ჩიქოვანს. ისინი გუნდის თამაშს, ტრიბუნიდან ადევნებდნენ თვალს.


ლადო კაკაშვილმა, საწვრთნელი-ამხანაგური შეხვედრების ფორმატის გათვალისწინებით, ორი ტაიმში მაქსიმალურად ბევრ ფეხბურთელს მისცა სათამაშო დრო. ანგარიში თბილისელებმა გახსნეს 11-მეტრიანით, რომელიც ნიკა ნინუამ გაიტანა. მეორე ტაიმის სტარტზე კი, სტუმართაგან საპასუხო გოლი გაუშვეს.


საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ვებ-გვერდის ინფორმაციით, „კლუბს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს და ასევე იქნება შევსებაც. ივლისის შუაში დედაქალაქელები საქართველოს თასის გათამაშებაშიც ჩაერთვებიან, მანამდე კი ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა ამხანაგური მატჩები დაგეგმაო", ნათქვამია კლუბის საინფორმაციო წერილში.


ამხანაგური შეხვედრებიდან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღეს დინამოელებმა პირველი ითამაშეს. მომდევნო შეხვედრას თბილისელები კვლავ სომხური კლუბის წინააღმდეგ გამართავენ და ამჯერად, 29 ივნისს, „ურარტუს" შეხვდებიან. ხოლო 5 ივლისს, „არარატ არმენიას" დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ სამივე შეხვედრა (მათ შორის დღევანდელიც) მეტოქის თხოვნით დახურული სახის იქნება და შესაბამისად, მას ვერც გულშემატკივარი დაესწრება.


ამის შემდეგ, „დინამო თბილისი" თურქეთში გაემგზავრება და ორ სპარინგს გამართავს. 8 ივლისს, რიზეში, ადგილობრივ „რიზესფორს" ეთამაშებიან. ამის შემდეგ, თრაბზონში გადაინაცვლებენ და 12 ივლისს, „თრაბზონსფორს" შეხვდებიან.


ამის შემდეგ, ლადო კაკაშვილის გუნდი, თბილისში დაბრუნდება და საქართველოს თასის გათამაშებაში ჩაერთვებიან. „დინამოელები" 19 ივლისს, სამტრედიაში, 1/16 ფინალში „სამტრედიას" შეხვდებიან. აქვე გეტყვით, რომ 20 ივლისს, საქართველოს თასის პირველ შეხვედრას ჩაატარებს „დინამო თბილისი 2" და სტუმრად, „ლოკომოტივს" დაუპირისპირდება.