
საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთს გასვლით შეხვედრაში იზმითში დაუპირისპირდება. აღნიშნულის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოჩნდა ცნობა. განსხვავებით ესპანეთის ნაკრებისგან, რომელიც სტამბოლიდან საკმაოდ შორს ქონიაში ითამაშებს, თურქებისა და ქართველთა გუნდის დაპირისპირება, ქართველებისთვის კარგად ნაცნობი, „საბიჰა გიოქჩენის აეროპორტიდან", ავტომობილით 1 საათის სავალში ჩატარდება.
14 ოქტომბერს, თურქეთის ნაკრები, ვილი სანიოლის გუნდს, ქოჯაელის პროვინციაში, Yıldız Entegre Kocaeli Stadyumu-ზე უმასპინძლებს, რომელიც 34829 გულშემატკივარზეა გათვლილი (საერთო ჯამში 54 სექტორისგან შედგება) და დიდი ალბათობით, გადაძეძგილი იქნება.
„ქოჯაელი არენას" მშენებლობა 2014 წლის 25 სექტემბერს დაიწყო, სწორედ, ამ დღეს ჩაიყარა სტადიონის საფუძველი, 2018 წლის 1 სექტემბერს კი, სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა. ეს არის „ქოჯაელსფორის" საშინაო არენა, რომელიც 2024-25 წლების სეზონზე თურქულ ლიგა 1-ში თამაშობდა და 72 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. შესაბამისად, TFF-მა ქოჯაელის პროვინციის მაცხოვრებლები ამ გზით წაახალისეს.
ამ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ თურქეთის ნაკრებთან გასვლით შეხვედრამდე, საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის კიდევ ერთ გასვლით მატჩს, რომელიც 11 ოქტომბერს არის დაგეგმილი ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, ქალაქ ელჩეში, ესტადიო მანუელ მარტინეზ ვალეროზე ჩაატარებს, ვალენსიის ავტონომიური რეგიონის ალიკანტეს პროვინციაში, სადაც ალბათ, ყველაზე კარგად იცნობენ, ჩვენი ეროვნული ნაკრები ფეხბურთელებს გიორგი მამარდაშვილს და გიორგი ქოჩორაშვილს.
რაც შეეხება სტადიონს, დაახლოებით 32000 გულშემატკივარზე არის გათვლილი და თითქმის ჩვენი „დინამო არენის" ასაკისაა, ვინაიდან 1976 წლის 8 სექტემბერს არის გახსნილი.