კეთილი იყოს სახლში დაბრუნება შოთა არველაძე
კეთილი იყოს სახლში დაბრუნება შოთა არველაძე
25.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

Evine Hoş Geldin Shota Arveladze - კეთილი იყოს სახლში დაბრუნება შოთა არველაძე, ამ სათაურით გამოაქვეყნა რამდენიმე ხნის წინ თურქულმა „ქასიმფაშა სფორმა" ოფიციალური დასტური იმის, რომ ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი, მალე მისთვის კარგად ნაცნობ კლუბთან დაიწყებს მუშაობას. კლუბმა, უკვე გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც შოთა კონტრაქტს აფორმებს.


2012-2015 წლების შემდეგ, როდესაც ქართველი სპეციალისტი, სწორედ, ამ თურქული კლუბის სათავეში იდგა, 10 წელია გასული. გასულ სეზონში, „ქასიმფაშამ" თურქეთის სუპერლიგაში 47 წულით მე-10 ადგილი დაიკავა. როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობა, რომელსაც მწვრთნელების მიმართა ხისტი დამოკიდებულება აქვს და ხშირ ხშირად იცვლის, გულშემატკივარი კი, მწვრთნელების ხშირ ცვლას უჩივის. ამას გარდა, კლუბის ქომაგები არიან კატეგორიულები და ხელმძღვანელობისგან 2025-2026 წლების სეზონის ბოლოს, მათი კლუბის ევროტურნირებზე მოხვედრის გარანტიას ითხოვენ.


კლუბმა კი, ამჯერად, არჩევანი როგორც ჩანს, ოზგიურ ოჩალსა (Özgür Öçal), რომელსაც კლუბის ქომაგები ითხოვდნენ როგორც ჩანს და ქართველ სპეციალისტს შორის გააკეთა და ის, უკვე მეორედ, შოთა არველაძეზე შეაჩერა. სხვათა შორის, შოთიმ, „ქასიმფაშას" 2012-2015 წლებში, 91 შეხვედრაში უხელმძღვანელა.


„წარსულში ნაყოფიერი თანამშრომლობიდან გამომდინარე, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ახალი სეზონიდან კვლავ მასთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას. შოთა არველაძე მოგესალმებით სახლში და გისურვებთ, წარმატებას საქმიანობაში", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.


ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა პერიოდს მოიცავს შოთა არველაძის კონტრაქტი და აპირებს თუ არა, ქართველი სპეციალისტი თურქული კლუბში, რომელიმე თანამემამულე ფეხბურთელის მიყვანას. ეს იმის გათვალისწინებით, რომ ევრო 2024-ის შემდეგ, თურქული კლუბებიდან ქართველი ფეხბურთელების მიმართ ინტერესი გაზრდილია. ჩვენი გვერდი ცდილობს, აღნიშნულ შეკითხვებზე, შოთასგან პასუხის მიღებას და ბუნებრივია, მათ შესახებ, მოგვიანებით თქვენთან დაბრუნებას.


ფოტო: © Kasımpaşa Spor Kulübü