2022 წლის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის მთავარ ბადეშია
2022 წლის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის მთავარ ბადეშია
26.06.2025
ავტორი: TSFF.Ge

საქართველოს ნომერი პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს. ნიკომ, ამის უფლება 2022 წლის შემდეგ, პირველად მიპოვა. ძირითად ბადეში გადასასვლელად, 33 წლის ქართველი, 28 წლის არგენტინელს, რეიტინგის 156-ე ნომერ ხუან პაბლო ფიცოვიჩს დაუპირისპირდა და ოთხ სეტში 1-6, 7-5, 6-2, 6-1.


უიმბლდონის პირველ შეხვედრებში, კვალიფიკაციის საწყის ეტაპზე, ბასილაშვილმა ჯერ, ესპანელ პაბლო ლამას რუიზი დაამარცხა 6-3, 4-6, 6-3, შემდეგ კი, ჩაკ ლამ კოლმან ვონგი დაამარცხა ორ სეტში 7(7)-6 (1), 7(7)-6(3).


უიმბლდონის კორტებზე დიდი სლემის მთავარი ბადე 30 ივნისს დაიწყება, წილისყრა და შესაბამისად, ბასილაშვილის მეტოქე კი, 27 ივნისს გაირკვევა.


აქვე გეტყვით, რომ  ქალთა შორის ერთეულთა თანრიგში ასპარეზობდა მარიამ ბოლქვაძე, რომელმაც უიმბლდონის კვალიფიკაციის 1/2 ფინალში ითამაშა და შვეიცარიელ სელინ ნაეფსთან 6-1, 6-1 დამარცხდა. ამ შეხვედრამდე, მარიამმა ერთი მატჩი ჩაატარა და აშშ-ს სახელით მოასპარეზე  ვარვარა ლეპჩენკო 7-5, 6-4 დაამარცხა.



გამოყენებულია ©  Lintao Zhang/Getty Images და Nathan Stirk/Getty Images for LTA-ს ფოტოები