„დილა“ საქართველოს სუპერ თასის ფინალშია და მეტოქეს ელის, რომელის ვინაობაც ხვალ გაირკვევა
„დილა“ საქართველოს სუპერ თასის ფინალშია და მეტოქეს ელის, რომელის ვინაობაც ხვალ გაირკვევა
26.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სანაკრებო შესვენების შემდეგ, საქართველოს ჩემპიონმა „იბერია 1999"-მა მარცხით დაიწყო. ლევან კორღალიძის გუნდი, საქართველოს სუპერ თასის 1/2 ფინალში, გორის „დილასთან" დამარცხდა 3-1. მიუხედავად იმისა, რომ ან შეხვედრაში ანგარიში მე-19 წუთზე თბილისელებმა, იური ტაბატაძის გოლით გახსნეს, გორელებმა, რომლებსაც ახალი მთავარი მწვრთნელის იტალიელი დიეგო ლონგო ხელმძღვანელობდა, მალევე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. 21-ე წუთზე, დეო ბასინგამ გაათანაბრა. სხვათა შორის, ამ ტაიმშივე გორელებს ჰქონდათ ანგარიშში დაწინაურების საშუალება, თუმცა, ეს საქმე მეორე ტაიმისთვის გადადეს.


62-ე წუთზე ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა „დილა" პენალტით დააწინაურა. 79-ე წუთზე კი, ოთარ ფარულავამ, იბერიელებს საბოლოოდ გადაუწურა დღევანდელ მატჩში, თუნდაც, პენალტების სერიამდე მისვლის შანსები. სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერ თასის პირველ 1/2 ფინალურ შეხვედრა საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, რომელსაც  ელიგაში 30-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, მართალია, სუპერ თასის შეხვედრაში, თუმცა, ოფიციალურში წააგო.


„ველოდით, რომ მძიმე თამაში იქნებოდა, თუმცა, მარცხის მიუხედავად ვაგრძელებთ იმ გეზს, რომელიც ავირჩიეთ. ვეცდებით, დღევანდელი შეხვედრიდან გამოვიტანოთ აზრი და დასკვნები და მომდევნო შეხვედრას უფრო მომზადებული შევხვდეთ", - ამბობს მატჩის დასრულების შემდეგ, ლევან კორღალიძე.


ახლა, გორის „დილა", მეორე 1/2 ფინალური მატჩში, „ტორპედოსა" და „სპაერს" შორის გამარჯვებულს ელის  ფინალში. „იბერია 1999"-ი კი, ამ წყვილში დამარცხებულს, მესამე ადგილისთვის დაუპირისპირდება.  სუპერ თასის მეორე შეხვედრა ხვალ, 27 ივნისს, ისევ, თბილისში, პეტრო არენაზე გაიმართება და კვლავ 20:00 საათზე დაიწყება.


რაც შეეხება ზემოთხსენებულ მესამე ადგილისთვის მატჩს და ფინალში, მათში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, იბერიელთაგან ერთადერთი გოლის ავტორი, იური ტაბატაძე, გორელთაგან კი, პედრო მენდეში და ალექსანდრე ანდრონიკაშვილი. სამივემ, მატჩის დასრულების შემდეგ, წითელი ბარათები მიიღეს.



ფოტო: „დილა"