ინგლისმა ტიტული შეინარჩუნა, MVP-ელთა ნუსხაში კი, მაისურაძის გვარიც ჩაიწერა...
ინგლისმა ტიტული შეინარჩუნა, MVP-ელთა ნუსხაში კი, მაისურაძის გვარიც ჩაიწერა...
29.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-ს ოფიციალურმა გვერდმა, ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა ყველა იმ ფეხბურთელის ვინაობა, რომლებმაც 11 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით, უეფა-ს ტექნიკური დამკვირვებლების გადაწყვეტილებით მოახერხეს თავის გამორჩევა და მატჩის MVP-იდ დასახელდნენ.


ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, ეს წოდება, ფინალის MVPინგლისის ნაკრები 22 წლის ნახევარმცველი ჯეიმს მაკატი გახდა. „მანჩესტერ სითის" მოთამაშის შესახებ, უეფა-ს ტექნიკური დამკვირვებლები არჩევანს შემდეგი საბაბით ამყარებენ: „ჯეიმს მაკატის დიდი გავლენა ჰქონდა თამაშზე, მის მიერ არჩეული პოზიცია იყო ყოველთვის შესანიშნავი და ჩადო ძალიან ბევრი როგორც შეტევაში ასევე დაცვაში თამაშისას, უქმნიდა მომენტებს თანაგუნდელებს", - ნათქვამია მოკლე ანგარიშში. ალბათ, აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის სასტარტო მატჩში, ანალოგიური წოდება ქართველთა ნაკრების მცველმა, გიორგი მაისურაძემაც დაიმსახურა და მაშინ, ამავე დამკვირვებლების ჯგუფი, მაისურაძის სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებას ასე ამყარებდა: „ეფექტურად იცავდა თავს ერთი-ერთზე სიტუაციაში და ახერხებდა ყოფილიყო კარგ პოზიციაზე საჯარიმო მოედანში. კომბინირებდა კარგად მარჯვენა მცველის პოზიციიდან, აჩვენებდა ხასიათს და დიდი როლი ითამაშა, გამარჯვების გოლისას, საგოლე გადაცემის გაკეთების მომენტში".




რაც შეეხება ფინალურ შეხვედრას, რომელსაც ბრატისლავამ უმასპინძლა და ინგლისისა და გერმანიის ნაკრებების დაპირისპირებით წარიმართა ის, ინგლისელთა გამარჯვებით დასრულდა. შესაბამისად, ინგლისელებმა, ორი წლის წინ, ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე, მიღწეული წარმატება და ტიტული შეინარჩუნეს.


მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში ინგლისელებმა მე-5 წუთზე ჰარვი ელიოტის გოლით გახსნეს, 24-ე წუთზე, ომარი ჰაჩინსონის გოლის შემდეგ კი, 2-0-ს იგებდნენ, რეალურად მათი უპირატესობა პირველ ტაიმში და იღბალში (ორი ხარიხა, ერთი თამაშის ძირითადი დროის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე და ერთიც დამატებით დროში) აისახა. შესაბამისად, გერმანელებს, რომლებსაც თამაშში დაბრუნება მოუხდათ, სწორედ, ამ იღბალმა შეაქცია ფინალურ შეხვედრაში ზურგი. გერმანელებმა, რომლებმაც ახალგაზრდული ევროს ჯგუფურ ეტაპზე ინგლისის დამარცხება მოახერხეს და შესაძლოა (თუმცა, ნაკლებ სავარაუდო), სათანადოდ არც შეაფასეს მეტოქე ერთი გოლი, პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე გაქვითეს. პოლ ნებელის გადაცემით, ნელსონ ვაიპერმა გაიტანა. მეორე ტაიმში, 61-ე წუთზე კი, უკვე თავად, ნებელმა მოახერხა გოლის გატანა და ანგარიშის გათანაბრება. გამარჯვების გოლი კი, დამატებით ტაიმში, ინგლისელთა რიგებში შეცვლაზე შემოსულმა ჯონ როუიმ გაიტანა. გერმანელთა დაცვამ, შეიძლება ითქვას, საწყის 25 წუთს თუ არ ჩავთლით, პირველად მოადუნა ყურადღება და როუი გაეპარათ, რომელმაც საჩემპიონო გოლი, თავით გაიტანა. ინგლისის ნაკრებმა 3-2 გაიმარჯვა და ტიტული შეინარჩუნა.



ფოტო:  © UEFA  /  © Boris Streubel - UEFA/UEFA via Getty Images