გუნდური ბრინჯაო და კარგი მომავლის კარგი პერსპექტივა
გუნდური ბრინჯაო და კარგი მომავლის კარგი პერსპექტივა
29.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ჭაბუკმა ჯუდოკებმა, სკოპიეში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ შეჯიბრში ბრინჯაოს მედლები მოიგეს. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა 0-4 დაამარცხა პოლონეთის ნაკრები, შეხვედრები კი მოიგეს გიორგი მუმლაძემ, ბარბარე გელაშვილმა, გიორგი ქარჩაიძემ და სალომე მერკვილაძემ.


მთელი დღის მანძილზე, შერეულ გუნდურ შეჯიბრში ჩვენს გუნდს, ოთხი შეხვედრის გამართვა მოუხდა და რეალურად, მხოლოდ მომავალ ჩემპიონთან საფრანგეთის შერეულ გუნდთან დამარცხდა.


პირველ შეხვედრაში ქართველი ჭაბუკები ავსტრიის ნაკრებს შეხვდნენ და 4-1 გაიმარჯვეს (ბრძოლები მოიგეს, ცოტნე იჩქიტიძემ, ნანა გულბიანმა, გიორგი მუმლაძემ და ნონა კვარაცხელიამ). ამის შემდეგ, ჩვენი გუნდი 1/4 ფინალში ლიეტუვას შეხვდა და ამჯერად, 4-2 გაიმარჯვა. ამ ორთაბრძოლაში, ქართული გუნდიდან, შეხვედრები მოიგეს, ცოტნე იჩქიტიძემ, გიორგი მუმლაძემ, გიორგი ქარჩაიძემ და სალომე მერკვილაძემ.


1/2 ფინალში ქართველთა გუნდი საფრანგეთის ნაკრებს შეხვდა და 4-1 დამარცხდა. ქართველთაგან ერთადერთი დაპირისპირება და შესაბამისად ქულა გიორგი მუმლაძის ანგარიშზეა. სხვათა შორის, თუკი, სკოპიეში, ინდივიდუალური ტურნირის შედეგებთან დღევანდელს დავაჯამებთ, გიორგი მუმლაძე, იმ ჯუდოკების რიცხვს ეკუთვნის, რომლებსაც კონკრეტულ ტურნირზე „დუელი" არ წაუგია.



ფოტო: © EJU

ასევე იხილეთ სტატი -  შვიდი მედალი და მათ შორის ორი ოქრო, ჭაბუკი ჯუდოკების მონაგარი ჭაბუკთა ევროზე